გია ცეცაძე ევროპა ლიგაზე სამტრედიას გაწვრთნის

თარიღი: ივლისი 3, 2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” თხოვნა, რის შედეგადაც, გია ცეცაძე 2018 წლის ევროპა ლიგისთვის “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს.

კლუბს, მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმების საფუძველზე, გია ცეცაძე სამტრედიაში სანაკრებო პაუზისას იმუშავებს, ხოლო 21- წლამდე ნაკრებს მომდევნო შეკრებისთანავე დაუბრუნდება.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა საფეხბურთო კლუბმა “სამტრედიამ”, რათა ევროპა ლიგისთვის დროებით კლუბში ემუშავა გია ცეცაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

მწვრთნელთან მოლაპარაკებების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით, ახალგაზრდულის შეკრებამდე, გიას ემუშავა “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე.

ჩვენის მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა კლუბს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რადგან მათი წინსვლა, მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატებაა”, – აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ყაზახურ ტობოლს დაუპირისპირდებიან, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები – ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა თამაშობენ. პირველი მატჩი 10 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

Erovnuliliga.ge

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რობერტო კარლოსი: “ყველას ვეუბნები, რომ პუტინი ტოპ-პრეზიდენტია”

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მცველმა, რობერტო კარლოსმა, რუსული პრესის წარმომადგენლებთან მიცემულ ინტერვიუში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლორის კარიუსი საბერძნეთში უცნობ ქალბატონთან ერთად ისვენებს (ფოტო)

“ლივერპულის” მეკარე ლორის კარიუსი საბერძნეთში ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს, რომლის სახელიც ჯერ-ჯერობით უცნობია. ბრიტანული [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ეს ღამე გახსოვს?” – რონალდინიო სერხიო რამოსს

სოციალურ ქსელ Twitter-ში ლეგენდარული რონალდინიოს ოფიციალურ გვერდზე მისი და სერხიო რამოსის ფოტო გამოქვეყნდა. გაუჩომ ყოფილ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა პელეს რეკორდზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა, პერუსთვის გატანილი გოლით ბრაზილიის ყველა დროის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო კარლოსი: “რეალში” ძიუბას შესახებ იციან”

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რობერტო კარლოსმა, არტიომ ძიუბას შესახებ გააკეთა კომენტარი. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პარი სენ-ჟერმენი” პოგბას ტრანსფერზე იწყებს მუშაობას, პოლის ფასი ცნობილია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “პარი სენ-ჟერმენის” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩრდილომაკედონიელთა უცნაური ვარჯიში – “აი, რატომ აქვთ მათ 0 ქულა” (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელთა ვარჯიშის ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც ერთი დღის განმავლობაში 3,6 მილიონი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან ერიქსენმა ოპერაციის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

მილანის “ინტერისა” და დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს დეფიბრილატორი ჩაუდგეს. ფეხბურთელმა ოპერაციის შემდეგ პირველი კომენტარი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკე: “ხვალ მოედანზე მორატასთან და კიდევ 10 ფეხბურთელთან ერთად გავალთ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პოლონეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა. ესპანელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი რამოსის “რეალიდან” წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი სერხიო რამოსის კლუბიდან წასვლის ამბავს გამოეხმაურა. ფრანგმა სპეციალისტმა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ბრუინმა განმარტა, რატომ არ აღნიშნა დანიის კარში გატანილი გოლი

ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა დანიასთან გამარჯვების შემდეგ განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ევრო-2020-ის მონაწილე გუნდებს აფრთხილებს

უეფა ევრო-2020-ის მონაწილე გუნდებს აფრთხილებს, რომ ფეხბურთელის მიერ პრესკონფერენციაზე სპონსორის ბოთლის გადადგმის შემთხვევაში, შესაძლოა, ისინი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსის პრიორიტეტი პარიზია

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, სერხიო რამოსი შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენში” ვიხილოთ. წყაროს თანახმად, 35 წლის მცველის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პუტინ ხუილო” – რუსეთში უკრაინელი ქომაგების სკანდირებაზე განაწყენდნენ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. […]...
წაკითხვა