გია ცეცაძე “ლვოვში” ქართველ ტალანტს წაიყვანს?
გამოცდილი მწვრთნელი გია ცეცაძე, რომელიც 2 დღის წინ უკრაინული “ლვოვის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, შესაძლოა უკრაინაში ახალი ქართული ცენტრის შემქმნელი გახდეს.
ცეცაძეს განსაკუთრებით უყვარს თავისი ფავორიტი მოთამაშეების წაყვანა, იქ სადაც მუშაობას იწყებს და ამის მაგალითი, ანრი ჭიჭინაძის, ბექა ქავთარაძისა და გიორგი ჭანტურიას “საბურთალოში” მისვლა იყო.
ცეცაძეს ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გიორგი არაბიძეა. არაბა იჯარის წესით ბოლოს “ადანასპორში” თამაშობდა, მანამდე კი პორტუგალიური “ნასიონალისა” და დონეცკის “შახტარის” ღირსებას იცავდა. პროფესიონალური კარიერის დაწყებამდე გიორგის 3 წელი “შახტარში” აქვს გატარებული და უკრაინულ ფეხბურთს კარგად იცნობს.
მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი კორონავირუსია, თუმცა ორმხრივი სურვილის შემთხვევაში და უკრაინასთან სამეზობლო ურთიერთობიდან გამომდინარე, ტრანსფერის განხორცილება მაინც მარტივად მოხერხდება.
შესაძლოა, არაბიძემ სეზონის ბოლომდე ეროვნული ლიგის რომელიმე გუნდთან გააფორმოს კონტრაქტი. მათ შორის, ყოფილი კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” ან გორის “დილა” იქნება.