გია ცეცაძე: “მსაჯი რა შუაშია? დამნაშავეები ჩვენ ვართ!”
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში “ყარაბაღმა” “სამტრედია” გაანადგურა, ანგარიშით 5:0.
მატჩის შემდეგ იმერელთა მთავარა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“პირველი მატჩის შემდეგ ყველას აქვს შანსი. საპასუხო შეხვედრაში ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ რაღაცისთვის ვიბრძოლოთ. დღეს, არ გაგვიმართლა. მსაჯის მუშაობას არასდროს ვაფასებ და ახლაც ასე მოვიქცევი.”
“უბრალოდ გეტყვით, რომ არბიტრის გამო არ წაგვიგია. ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავენი. საჭიროა, რომ მატჩს ანალიზი საფუძვლიანად გავუკეთოთ. “ყარაბაღი” ძლიერი გუნდია, თუმცა ასეთ შედგეს არ ველოდით. განმეორებით მატჩში ჩვენი პრესტიჟის აღდგენას ვეცდებით.”
“აზერბაიჯანული ფეხბურთი მაღალ დონეზეა, გაცილებით მაღალზე, ვიდრე – ჩვენი,” – განაცხადა ცეცაძემ.