გია ცეცაძე: “ქუთაისის “ტორპედო” არის საქართველოში ის წერტილი, სადაც…”
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფეხბურთო “ტაიმ-აუტში” გუნდის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
“ჩვენ კონტრაქტები გვაქვს 2 წლით, პლუს გარძელებით. თვითონ მდგომარეობა ისეთია, პროგრესის გზა ნამდვილად არის და იმის რესურსიც, რომ ფინანსები, ცივილურად და ზომიერი გადაწყვეტილებებით, არ შეჩერდეს. სტაბილურობა, სამწუხაროდ საქართველოში ბევრ კლუბში არაა, სანამ ჩვენ მოვიდოდით და ახალი ხელმძღვანელობა, მანამდე “ტორპედოში” ძალიან მძიმე ფინანსური კრიზისი იდგა. საბედნიეროდ, ახლა, გვაქვს ეს სტაბილურობა. ეს დასახული გეგმები ერთ წლიანი არ არის და დღეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში ერთ-ერთი წერტილი არის ქუთაისი, სადაც ფინანსური სტაბილურობა არის”, – განაცხადა ცეცაძემ.
თავკაცის შეფასებით, კლუბი მართლაც, რომ ძალიან გაძლიერდა, თუმცა პრაქტიკულად ნახევარი შემადგენლობა გამოიცვალა და ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშება სჭირდებათ.
“მართლაც, დღეს ბათუმის “დინამო” გამორჩეული გუნდია, ყოველღე წინ ნაბიჯს დგამენ და ვითარდებიან. ყველა გუნდის მიზანი ეს უნდა იყოს და ესე უნდა კეთდებოდეს. მე ვისურვებდი ყველა ქართული გუნდი მაგ დონეზე ყოფილიყოს. ჩვენ გვაქვს გეგმა და ეს არა მხოლოდ საქართველოს, საერთაშორისო ასპარეზსაც შეეხება, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. “ტორპედო” ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და აუცილებელია არსებობდეს ძლიერი “ტორპედო”. ჩვენი მიზანი იქნება და არის, გადავუსწროთ ბათუმის “დინამოს,” თბილისის “დინამოს” და აბსოლიტურად ყველა ქართულ კლუბს. რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს მიზანმიმართული და ეტაპობრივი მუშაობით, რაც 6 თვეში ვერ დასრულდება, მაგრამ ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება” – დასძინა ცეცაძემ.
ქუთათურებმა ბუღრიძე, არაბიძე, პაპუნაშვილი, მანჯგალაძე, კუხიანიძე, ქიმაძე, შერგელაშვილი და ჰამზიჩი დაიმატეს.