გია ცეცაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს აღარ გაწვრთნის
გია ცეცაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში აღარ იმუშავებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
“საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს. მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან გაეგრძელებინა. აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.
როგორც მოგეხსენებათ, გია ცეცაძე 21 წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია იმისა, რომ ცეცაძე “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიხილოთ.