გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
6 და 10 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. ევროშესარჩევი ციკლის მზადების ფარგლებში გია ცეცაძის გუნდი ამჯერად ჯერ საბერძნეთს ესტუმრება, მერე კი – სლოვენიას.
მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ზემოხსენებული შეხვედრებისთვის მოემზადებიან.
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი)
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), გივი ხეცურიანი (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო)
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია)
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), დავით მუჯირი (ვიტ ჯორჯია), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა)