გიბრალტარი – საქართველო: პირველი გამარჯვების იმედი
დღეს ,თბილისის დროით 22:45-ზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩში გიბრალტარს გაეჯიბრება. აღნიშნული შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ საო ჟოაო და ვენდაში, “ესტადიო დო ალგარვეზე” შედგება.
სასტარტო ორ ტურში განცდილი ორი მარცხის შემდეგ ქეცბაიას გუნდი დიდი ალბათობით პირველ სამ ქულას მოიპოვებს. ევროშესარჩევის დებიუტანტი ამ ეტაპზე თამამად შეგვიძია მოვნათლოთ კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდათ. გიბრალტარელებმა პოლონეთთან და ირლანდიასთან ერთნაირი ანგარიშით, 7:0 წააგეს და ჩვენი ნაკრების მსგავსად ორი ტურის შემდეგ უქულოდ არიან.
ჩვენი დღევანდელი მეტოქე ფართოდ ცნობილი არ არსი, ამიტომ ქვეყნის და მის საფეხბურთო ისტორიის შესახებ მცირე ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
გიბრალტარი იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთით, გიბრალტარის სრუტესთან მდებარეობს, რომელიც ატლანტის ოკეანეს ხმელთაშუა ზღვასთან აერთებს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესპანეთი. გიბრალტარი ისტორიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა იყო ბრიტანელებისთვის და აქ დღესაც ბრიტანეტის საზღვაო ძალების ბაზა არის განლაგებული.
გაგიკვირდებათ და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრების ისტორია 1923 წლიდან იწყება. სწროედ ამ წელს გიბრალტარელმა ფეხბურთელებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს ესპანურ “სევილიასთან” და ორივე შემთხვევაში მარცი იწვნიეს.
პირველი ტურნირი, რომელზეც გიბრალტარმა მიიღო მონაწილეობა 1993 წელს გამართული კუნძულების თამაშები იყო, სადაც ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე მასპინძლის სტატუსით სარგებლობდა. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა და გიბრალტარის კრახით დასრულდა. უეფას წევრი გიბრალტარი 2013 წლიდან გახდა.
მატჩის წინ საქართველოს ეროვნულინაკრების შემადგენლობაში ცვლილებაც მოხდა. შოტლანდიაში მიღებული ყვითელი ბარათი გამო დღევანდელ შეხვედრას “კარპატის” ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გამოტოვებს. მის ნაცვლად თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში რიგის “სკონტოს” მცველს, ლაშა დვალს უხმო.
დღევანდელ შეხვედრას 32 წლის ჰარალდ ლეხნერის ხელმძღვანელობით ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ლეხნერი პრინციპულობით და სიმკაცრით არის ცნობილი.