გიბრალტარის ნაკრების თავკაცი: “საქართველოს ნაკრები კარგ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს”
ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები საშინაო კედლებში გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხულიო ცეზარ რიბასმა, “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
“ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში კარგი თამაშის ჩვენება და სასურველ შედეგზე გასვლაა.
საქართველოს ნაკრებზე ჩვენი წარმოდგენა საკმაოდ მდიდარია. საქართველოს ნაკრების რამდენიმე თამაში ვნახე და მათ ძალიან კარგი და ხარისხიანი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს.
გათამაშების ფავორიტი? არ მიყვარს, როდესაც ფეხბურთში ფავორიტს ასახელებენ, ეს ტერმინი ალბათ უფრო სხვა სპორტს შეეფერება. თუმცა ძალიან მომწონს ირლანდიის, დანიისა და შვეიცარიის ნაკრებები.
მიჭირს საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა, თუმცა ადვილი შესამჩნევია, რომ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ.
რაც შეეხება უშუალოდ ჩემ მიერ შერჩეულ ტაქტიკას, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს მოედანზე ვნახავთ,” – ვციტირებთ რიბასის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გიბრალტარის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გაასამართი მატჩი სტარტს პარასკევს, 7 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.