გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოზა გამოიწვია
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოზას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და ის გამოიწვია.
ბარბოზა რამდენიმე დღის წინ დენ იგესთან შეხვედრაში დამარცხებულად გამოცხადდა. ის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და თვლის, რომ გამარჯვება მას ეკუთვნოდა. ბრაზილიელმა მებრძოლმა სოციალური ქსელის საშუალებით UFC-ის ხელმძღვანელებს მიმართა.
“დანა უაით, შონ შელბი, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს ბრძოლა მე მოვიგე! გამომიგზავნეთ გამარჯვებისთვის განკუთვნილი ბონუსი და კონტრაქტი. ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, მე მზად ვიქნები”, – წერს ბარბოზა Twitter-ში.
Hey @danawhite @seanshelby the whole word knows that I won that fight! Send me the win bonus and the contract for July, anyone, anywhere, anytime. I will be ready.
— Edson Barboza (@EdsonBarbozaJR) May 18, 2020
მის ამ პოსტს გიგა ჭიკაძე გამოეხმაურა. გიგამ ბარბოზა გამოიწვია: “ედსონ, არანაირი უპატივცემულობა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ დენ იგესთან ბრძოლაში დამარცხდი. ზედიზედ სამი წაგება გაქვს, მე კი ზედიზედ სამი გამარჯვება. ორივე სთრაიქერები ვართ, ამიტომ ჩემ თეიქდაუნებზე ფიქრი არ მოგიწევს. მოდი, შევთავაზოთ ფანებს შოუ!”
Edson, no disrespect, but I believe you lost the fight to Dan Ige.
You are on 3 fight losing streak and I’m on a 3 fight winning streak , we both strikers and you wouldn’t need to think of my takedowns.
Let’s put a show for the fans!@ufc @danawhite @seanshelby— GIGA CHIKADZE (@giga_chikadze) May 18, 2020
34 წლის ბარბოზას UFC-ში 29 ბრძოლა აქვს გამართული, აქედან 20 მისი გამარჯვებით დასრულდა. ჭიკაძეს ამ ორგანიზაციაში ჩატარებულ სამ შეხვედრაში სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული.