გიგზი ჰოლანდიაში მიემგზავრება
ოთხშაბათს რაიან გიგზი ჰოლანდიაში გაემგზავრება, რათა ლუი ვან გაალს, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაიბარებს თავის მომავალზე ესაუბროს.
სწორედ დღესაა მოსალოდნელი, რომ 62 წლის ვან გაალი “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელად დანიშნონ. ამასთან დაკავშირებით კი ლუიმ პირადად გამოთქვა გიგზთან შეხვედრის სურვილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ლუი ვან გაალმა უკვე დაიწყო ჰოლანდიის ნაკრების მზადება მუნდიალისთვის, მას არ ჰქონდა საშუალება მანჩესტერში გამგზავრებულიყო, ამიტომ გიგზს მოუხდა ჰოლანდიაში ჩაფრენა.
შეგახსენებთ, რომ გიგზმა “წითლები” დევიდ მოიესის გაშვების შემდეგ ჩაიბარა. თავად გიგზი კი თავის მომავალში ჯერ არ გარკვეულა და ყველა სახის ვარიანტისთვის ღიაა.
წყაროს თანახმად 40 წლის უელსელს ვან გაალი ასისტენტობას შესტავაზებს. ხოლო თუ გიგზს არ მოეწონება ეს ვარიანტი, მაშინ მას შეეძლება მოთამაშის კარიერა გააგრძელოს, ან დამოუკიდებელი სამწვრთნელო წამოიწყოს.
გიგზთან ერთად ჰოლანდიაში გაემგზავრა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდიც. მოსალოდნელია, რომ მხარეებმა ყველაფერთან ერთად სატრანსფერო პოლიტიკაც განიხილონ.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართლი ფან-კლუბი – http://redarmy.ge/