გიგზი: “მანჩესტერიდან” რომ წავსულიყავი, კარიერა დასრულებული მექნებოდა”

თარიღი: ნოემბერი 30, 2013

ლეგენდარული უელსელი ფეხბურთელის, რაიან გიგზის თქმით, ის რომ აქამდე “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასულიყო, კარიერა უკვე დასრულებული ექნებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიგზი 29 ნოემბერს 40 წლის გახდა.

“აქამდე, სხვა კლუბში რომ გადავსულიყავი, კარიერა უკვე დასრულებული მექნებოდა. ძალიან გამიმართლა, რომ ამდენი ხანი ერთ გუნდში ყოფნა მომიწია. აქ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ყოველდღიურად, ბევრს ვშრომობ იმისათვის, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო და თამაში მომიწიოს”, – ამბობს გიგზი.

მსგავსი სიახლეები