გიგზი: “თამაშით ვტკბებოდი”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის როლის შემსრულებელი აცხადებს, რომ იგი სიამოვნებას განიცდიდა “ნორვიჩთან” შეხვედრაში მისი გუნდის თამაშით.
გიგზის დებიუტი დიდებული გამოდგა: “იუნაიტედმა” როგორც იქნა აჩვენა თავისთვის ჩვეული ფეხბურთი და მოწინააღმდეგე რუნისა და მატას დუბლებით 4-0 გაანადგურა. გიგზის თქმით იგი კმაყოფილია.
“მე ამ ყველაფრით ვტკბებოდი და ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით. 4-0 – რა შეიძლება იყოს უკეთესი? კარგია დღის ისე დასრულება, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ: გოლების გატანით და მომენტების შექმნით. შესვენებაზე მოთამაშეებს შევახსენე, რომ სწრაფად ემოქმედათ და კარგი რეაგირება მოახდინეს ჩემს სიტყვებზე”
“გამოგიტყდებით, დღეს ღამით არ მეძინა. ისეთი მოთამაშის სათადარიგოზე დატოვება, როგორიც ხუან მატაა ძალიან ძნელია და შესვენებაზე სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩავვარდი. მეც ხომ ერთ-ერთი მოთამაშეთაგანი ვარ, მათი პარტნიორი გუნდში. მე ყველას ცალკე ვესაუბრე და ზოგიერთი იმედგაცრუებული იყო ჩემი არჩევანით მაგრამ არავის სწყენია. თავადაც ნახეთ როგორ იმოქმედა ხუანმა, ის ნამდვილი პროფესიონალია.”
“მოთამაშეებმა დაუჯერებელი მონდომება გამოავლინეს და შესაძლებლობა რომ მქონოდა ორ შემადგენლობას დავაყენებდი. მე თითოეულ მათგანს ვენდობი. დღეს მე უფრო გამოცდილი გუნდი ავირჩიე, რამდენადაც მესმოდა, რომ ეს ემოციური დღე იქნებოდა და როგორც ნახეთ არ დამაღალატეს.”
“ვფიქრობ ამ სეზონში თითოეული ჩვენგანი თავის დონეზე დაბლა იდგა, კარგ თამაშს ვერ ვაჩვენებდით, მაგრამ დღეს ეს მოვახერხეთ. ჩვენ მიერ ნაჩვენები დღევანდელი თამაშის დონე “სანდერლენდთანაც” უნდა შევინარჩუნოთ” – ციტირებს გიგზს Sky Sports.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/