გიგზის რთული კვირა
რაიან გიგზმა თავისი პატივისცემა გამოხატა ლუი ვან გაალის მისამართით და ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ართმევს თავს ახალ მოვალეობას.
“ვან გაალს ფანტასტიური რეპუტაცია აქვს და ის, როგორც მწვრთნელი დიდი წარმატებებს აღწევდა სხვადასხვა ქვეყნებში. მან ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, ასე რომ დიახ, მას შესანიშნავი მემკვიდრეობა აქვს”
“ახლა მხოლოდ გუნდის მართვაზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა ძალიან რთულია. ერთადერთი ადგილი, სადაც სიმშვიდითა და სიწყნარით დატკბები, სავარჯიშო მოედანია. როცა ოფისში ბრუნდები იწყება გაუთავებელი ზარები და შეხვედრები.”
“მაგალითად, ამ კვირაში წინასასეზონო მომზადებს განვიხილავდით. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება სეზონი. თუ ევროპის ლიგაზე მოვხვდებით, ამ ტურნირის მესამე რაუნდი სწორედ ამ დროს უწევს, ამიტომაც გარკვეული გადაადგილებებია საჭირო. გარდა ამისა ახალგაზრდებთან დაკავშირებითაც ბევრია სამუშაო – ვახანგრძლივებთ და ვაფორმებთ ახალ კონტრაქტრებს, შეთანხმებას ვაღწევთ იჯარის თაობაზე, ვფიქრობთ იმის შესახებ თუ ვინ დავაბრუნოთ, ვიღაცას სურს მალე გაერკვეს თავის მომავალში. საერთოდ ეს კვირა ძალიან დატვირთული იყო” – ციტირებს გიგზის სიტყვებს The Guardian.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/