გიგზმა ახალი სეზონის პრემიერ ლიგის ფავორიტი დაასახელა
რაიან გიგზის აზრით, ამ სეზონში პრემიერ ლიგის მთავარი ფავორიტი “მანჩესტერ სიტია.”
“ვუყურე იმ შეხვედრებს, რომელიც “სიტიმ” წინა სეზონის ბოლო ჩაატარა. ვფიქრობ, სხვა კლუბებისთვის ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა აგუერო, დე ბრუინი, სტერლინგი, სილვა, ჟესუსი და სანე, ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. “სიტის” მესვეურებს, მხოლოდ და მხოლოდ, უკანა ხაზზე აქვთ საფიქრალი. საინტერესოა, როგორ მოერგება ედერსონი პრემიერ ლიგას. ამ ტურნირს საშუალო დონის მეკარით ვერ მოიგებ. ამიტომ ამ უკანასკნელზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.”
“კომპანი, ჩემი აზრით, დაცვაში საკვანძო ფიგურაა. წესით, მათ არც ამ რგოლში უნდა გაუჭირდეთ.”
“სხვა ფავორიტებზე იმას ვიტყვი, რომ მათ ერთ-ერთი “ჩელსია”. მათ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ. ასევე მომწონს “ტოტენჰემი”, რომელსაც მშვენიერი ფეხბურთელები და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს,” – განაცხადა გიგზმა.