გიორგი არაბიძე: “ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული”
თბილისის “ლოკომოტივის” და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, გიორგი არაბიძე, კარიერას დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. Fanebi.com 16 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და მის კარიერაში ახალ ეტპზე ესაუბრა.
– გავიგეთ, რომ კარიერას “შახტარში” გააგრძელებ. რატომ აირშიე ეს კლუბი?
– ჩემი განვითარებისთვის ამ ეტაპზე “შახტარი” კარგი ვარიანტი იქნება. იქედან უფრო მეტი პერსპექტივაა ვიდრე საქართველოს ჩემპიონატიდან.
– სხვა შემოთავაზებები გქონდა?
– დიახ, იყო რამდენიმე ევროპული კლუბის ვარიანტი, თუმცა იქ წასვლა 18 წლამდე ვერ ხერხდებოდა. ამ პერიოდში კი “შახტარში” ბევრს ვისწავლი.
– “შახტარში” დიდი კონურენციაა და ძირითად გუნდში მოხვედრა იოლი საქმე არ არის…
– ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თავიდან დუბლშემადგენლობაში ვივარჯიშებ და 19-წლამდელთა გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე დავემატები.
– ქართველ ფეხბურთელებს “შახტარში” ბოლო პერიოდში არ უმართლებდათ. მათ ფაქტობრივად შანსიც კი არ მისცემიათ. ეს ფაქტი ხომ არ გაღელვებს?
– არ ვიცი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში რა და როგორ მოხდა. ასე რომ ვერაფერს ვიტყვი.
– წელს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებშიც ითამაშე. როგორ შეაფასებდი შესარჩევი ეტაპის მატჩებს?
– კარგი თამაშები გამოვიდა იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს დიდი გამოცდილებაა. ორივე ასაკში შემდეგ ეტაპზე გავედით. კარგად მოვემზადებით, რათა მომავალში უკეთესი შედეგი გვქონდეს.
– რა არის შენთვის მთავარი ფეხბურთში?
– მთავარი ხელშეწყობა და პირობებია, რაც “შახტარში” მექნება. ეს აუცილებელია მაღალ დონეზე სათამაშოდ.