გიორგი არაბიძე: “როდის იყო პატარას დიდთან გასვლია?”
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა, გიორგი არაბიძემ სლოვაკეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც იცით, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველო სტუმრად სლოვაკეთთან 3:2 დამარცხდა. ჩვენ გუნდის მცველს, ლუკა ლოჩოშვილს პირველ ნახევარში მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. მეორე ტაიმის ბოლო წუთებში არბიტრმა მოედნიდან სლოვაკი ფეხბურთელიც გააძევა. საბოლოო ჯამში, ქართველები მსაჯობით უკმაყოფილოები იყვნენ.
“არაუშავს ძმებო, ძალიან მაგარი ბიჭები ხართ. როდის იყო პატარას დიდთან გასვლია. არ გამკვირვებია ასეთი დამოკიდებულება მსაჯებისგან, მაგრამ არაუშავს ყველაფერი წინაა… ყველა ერთად მივალთ იქამდე რისთვისაც დავიწყეთ…” – წერს არაბიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში.
შეგახსენებთ, რომ 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა.