გიორგი ასანიძე: “ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის შედეგს მივუახლოვდებით”
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ ლაშა ტალახაძე ისტორიული მნიშნველობის შედეგს უახლოვდება.
შეგახსენებთ, რომ ტალახაძემ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში 473 კილოგრამი ასწია და ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ახლა კი, როგორც ჩანს, მას სხვა მიზანი გააჩნია.
“ლაშას მომზადებაში კიდევ უფრო მეტ შრომას ჩავდებთ. ძალოსნობისათვის 22 წელი ჯერ კიდევ ცოტაა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად, ლაშა ძალიან დიდია, ის ძალოსნობისთვის სრულყოფილად ჩამოყალიბებული არ არის.
გამოგიტყდებით, ძალიან მინდა, საუცხოო შედეგი ვაჩვენოთ. მე დარწმუნებული ვარ, ლაშა ამის საშუალებას მომცემს. ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის შედეგს მივუახლოვდებით. მინდა, რომ მისი შედეგი 500 კილომდე მივიდეს. ჩვენი ამოცანა ისაა, რომ მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე უფრო თამამები ვიყოთ”, – თქვა ასანიძემ.