გიორგი ასანიძე: “მიხეილ სააკაშვილი თუ გათავისუფლდება, ძალიან კარგი იქნება”
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში” მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
“ყველა ამას ვითხოვდით და ლოგიკურიც არის მისი გადაყვანა. მიშას ჯანმრთელობა ამის საფუძველს იძლეოდა, ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ კარგი ნაბიჯია”
“ზედმეტი პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ. ყველასთვის უნდა იყოს საინტერესო მისი ჯანმრთელობა და განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის. მისი შერყეული პოზიციები ვერ იქნება კარგი იმიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და მხოლოდ პირადი ამბიციებით არ უნდა ვმოქმედებდეთ. მას უნდა ჰქონდეს უფლება თავისი აბსურდული თუ ლოგიკური ბრალდებების საპასუხოდ სასამართლოში ჯანმრთელად წარდგეს. თუ საერთოდ გათავისუფლდება, საერთოდ კაია.”
“ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია, არ გვაქვს უფლება წავშალოთ წარსული. რა თქმა უნდა, შეცდომებზე სწავლობს ყველა ადამიანი და ყველა უნდა იყოს ჯანმრთელი. ამ ხელისუფლებამაც უნდა ისწავლოს თავის შეცდომებზე. ძალიან კარგად მახსოვს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ნაბიჯები, 1989 წლის 9 აპრილი, ასევე საჩხერეში, სადაც უამრავმა ადამიანმა თავი შესწირა დამოუკიდებლობას. 2000 წლის შემდეგ იყო პროგრესი. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა მგრძნობიარეა იმ ტკვილისა და მწუხარების მიმართ, მაგრამ ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი, არ უნდა მივცეთ საფუძველი ჩვენ გარე მეგობრებს ჩვენი დაკარგვის”
“ამიტომ, ის ისტორია, რომელიც ძალიან საამაყოა, უამრავი თაობები გაიზარდა დი უამრავი საამაყო ადამიანია პოლიტიკურ ასპარეზზე, კულტურულ, სპორტულ ცხოვრებაში., სწორედ ასეთი საქართველო უნდა ავაშენოთ. აქედან გამომდინარე, შეცდომა იქნება თუ ცუდად განვითარდება და ამ ქვეყნის შვილებმა, ყველამ უნდა იფიქროს სწორად“, – განაცხადა ასანიძემ.
მიხეილ სააკაშვილს დღეს კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანენ.