გიორგი ჩაკვეტაძე: “ყველაფერი სიმართლე იყო”

თარიღი: ივნისი 8, 2020

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ გიორგი დანელიას იუთუბ შოუში კარიერის უკეთეს გუნდში გაგრძელების შესახებ ისაუბრა.

“რაც ამ ბოლო პერიოდში დაიწერა, ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება. არის რაღაც ვარიანტები, მე ახლა თბილისში ვიმყოფები და მოლოდინის რეჟიმში ვარ. ძალიან მალე გადაწყდება რა როგორ იქნება, დავრჩები თუ წავალ. ჩემი სურვილია უკვე დავტოვო ეს გუნდი და სხვა ჩემპიონატში გავაგრძელო თამაში”, – განაცხადა ჩაკვემ.

ბოლო პერიოდში უცხოური პრესა გიორგის მიმართ “ტრაბზონის”, “რომასა” და “აიაქსის” დაინტერესებაზე წერდა.

მსგავსი სიახლეები