გიორგი ჩაკვეტაძე – რატომ “დორტმუნდი”?
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ბელგიური “გენტის” ვარსკვლავით, გიორგი ჩაკვეტაძეთი მსოფლიოსა და ევროპის გამორჩეული და საუკეთესო გუნდები დაინტერესდნენ. მათ შორის, “ბარსელონა”, “რეალი”, “ტოტენჰემი”, “დორტმუნდი”, “ბაიერნი” და “მანჩესტერი”არიან.
მედია განსაკუთრებით ხშირად “ბარსას” ინტერესზე აპელირებს, თუმცა საფეხბურთო ასპექტებიდან გამომდინარე, 19 წლის ბიჭი, პირველ რიგში, იქ უნდა წავიდეს, სადაც მეტი სათამაშო დრო, განვითარების მეტი შანსი და ნდობა ექნება.
რატომ დორტმუნდის “ბორუსია”? “შავ-ყვითლების” მწვრთნელი, ლუსიან ფავრი და ვერცერთი სხვა თავკაცი ვერანაირად ვერ შეძლებს გუნდის სტილი და სტრატეგია შეცვალოს, რომელიც ახალგაზრდების განვითარებაზეა გათვლილი. კლუბის ლიდერები 19 წლის დან აქსელ ზაგადუ, 20 წლის აჩრაფ ჰაკიმი, 18 წლის ჯადონ სანჩო, 20 წლის იაკობ ლარსენი, 20 წლის კრისტიან პულიშიჩი და სხვა ახალგაზრდები არიან.
ამ კლუბში ჩაკვე მარტივად შეძლებდა ადაპტირებას, კიდევ უფრო დახვეწას და მეტ განვითარებას. ჩაკვეს დღეს ყველაზე მეტად კარგი ადგილი სჭირდება, სადაც ნდობა, სათამაშო დრო და ისეთი მენტორი ეყოლება, როგორიც მაგალითად, ლუსიან ფავრია.
“დორტმუნდი” კარგ ბიზნესს აწარმოებს, აღმოაჩენს ფეხბურთელს აკადემიაში ან მხოლოდ რამდენიმე ათასად/მილიონად, შემდეგ ქმნის და ამზადებს მას მინიმუმ 50 მილიონად გასაყიდად და მაქსიმალურად მეტ ბენეფიტს იღებს.
“დორტმუნდი” ის ადგილია, სადაც შეგიძლია შემდეგი ნაბიჯი გადადგა…