გიორგი ჩხაიძე ჰეიგს: “არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრი, გიორგი ჩხაიძე მერაბ კვირიკაშვილის მსოფლიო თასისათვის 31-კაციან განაცხადში არშეყვანის ამბავს გამოეხმაურა. მან ამ საკითხს მწვავე პოსტი მიუძღვნა და მილტონ ჰეიგთან ერთად რაგბის კავშირის ხელმძღვანელები გააკრიტიკა.
როგორც იცით, 2 სექტემბერს რაგბის მსოფლიო თასისათვის ბორჯღალოსანთა რაზმი გამოქვეყნდა. მერაბ კვირიკაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, მეკომ შეკრებაზე საზარდული დაიზიანა და ამის გამო გამოაკლდა გუნდს.
“ბიჭებს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ!
ახლა რაც შეეხება იმ მოთამაშეს რომელსაც 4 მსოფლიო აქვს ნათამაშები და მეხუთეზე უნდა წასულიყო. ცოტა ხო არ გააფრინეთ თქვე ოჯახ აშენებულებო! სულ მსოფლიოში 2 კაცს აქვს ნათამაშები 5 მსოფლიო თასი და ისტორიაში არიან ჩაწერილები და ის ქვეყნები ამაყობენ ამით. არც ლიმას მოუწყვეტია ვარსკვლავები არც ბერგამასკოს გაუტანია 5 ლელო ბოლო მსოფლიოზე, მაგრამ ადამიანს ის შრომა და თავდადება დაუფასეს მაინც. მე როგორც ვიცი, 3 კვირაზე მეტია მეკოს ფეხი აწუხებს და წესიერი რეაბილიტაცია არ ჩაუტარეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს საკმაოდ გამოცდილი (სამედიცინო) სტაფი ჰყავს. იმ პატარა კლოუნს, რომელსაც სულით ქართველს უძახით, იმდენი შეგნება თუ არ აქვს, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია, მაშინ ვიღაცამ უნდა უთხრას ან უნდა დაავალოს! იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის არის აუცილებელი!!!
რა გჭირთ ამ ფედერაციაში რა შეგაშინათ ესე ამ გადაჭრილმა კაცმა. მაგას პროფესიონალიზმი აღარ ქვია. ამის დაწერისთვის მეკო ძალიან გამინაწყენდება, მაგრამ არაუშავს. ეს ესე უნდა ყოფილიყო, ისედაც დიდი ხანია ვითმენ.
არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ.
გიორგი ჩხაიძე (ბინგო)”, – ვკითხულობთ პოსტში.