გიორგი დემეტრაძე გია ცეცაძეზე: “მწვრთნელმა ასეთი რამ არ უნდა გააკეთოს”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი დემეტრაძემ “პირველი არხის” გადაცემაში ახალგაზრდულ ნაკრებზე ისაუბრა.
“განსხვავებით ეროვნული ნაკრებისგან, უფრო შემტევით ფეხბურთს თამაშობენ. საკმარისად ბევრი გოლი გააქვთ, მაგრამ საკმარისზე მეტს უშვებენ. მსაჯმა საფრანგეთთან თამაში გააფუჭა და ბოლო 2 მატჩია, მსაჯის მიმართ პრეტენზიებია. რაც ცეცაძემ გააკეთა, ალბათ, არ უნდა გააკეთოს მწვრთნელმა., ძალიან კარგი მწვრთნელია გია ცეცაძე. ალბათ, შეიძლება სერიოზული პრობლემები მოყვეს ამას”, – განაცხადა დემეტრაძემ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჯერ საფრანგეთთან წააგო 3-2 და 92-ე წუთზე მსაჯმა ძალიან საეჭვო პენალტი. 3 დღეში სლოვაკეთთან 3-2 წააგო და 91-ე წუთზე გიორგი კუციას სლოვაკთა სამწვრთნელო შტაბიდან აუტის ხაზთან ფეხი დაუდეს, რასაც გია ცეცაძის აღშფოთება მოყვა და არბიტრს შეაფურთხა.