გიორგი დევდარიანი: “გულშემატკივარს დღევანდელი თამაშის გამო ბოდიშს ვუხდი”
მონტენეგროსთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა, შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
გიორგი დევდარიანი: “სამწუხაროდ წავაგეთ და ახლა დარჩენილი ორივე მატჩი მოსაგები გვაქვს. ჩვენი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მეტოქემ კი კონტრშეტევებზე დაგვსაჯა. ძალიან დაგვაკლდნენ ტრავმირებული ცენტრალური მცველები, რაც თამაშზეც აისახა. ბერიძე ტრავმის გამო არ შემიცვლია. მან გუნდის ინტერესები უნდა დააყენოს წინა პლანზე, თუ დიდი ფეხბურთის თამაში სურს.
დღევანდელი მარცხის შემდეგ საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. მომდევნო მეტოქეები მონტენეგროს ნაკრებზე უკეთესი გუნდებია, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. პირველი მატჩი ადრეც წაგვიგია ჯგუფში, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავსულვართ. გულშემატკივარს დღევანდელი თამაშის გამო ბოდიშს ვუხდი”