გიორგი დევდარიანი: “ლოკომოტივის” სისტემა მუშაობს და ახალ თაობებს ზრდის”

თარიღი: აპრილი 8, 2017

ეროვნული ლიგა თბილისის ლოკომოტივმა შედეგიანად დაიწყო – ექვსი ტურის შემდეგ “რკინიგზელები” 13 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.

Eliga.Ge-მ თბილსელთა მთავარმა მწვრთნელთან, გიორგი დევდარიანთან საინტერესო ინეტვიუ ჩაწერა. Fanebi.Com-ი მას უცვლელად გთავაზობთ.

  • გორ აფასებთ ახლებური ფორმატით მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატს?

ფაქტია, რომ ძალიან დაძაბული მატჩებია, თითოეული ქულის მოპოვებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუმცა დაძაბულობა დონეს ყოველთვის არ აღნიშნავს. ასე ერთი ხელის მოსმით დონის ამაღლება წარმოუდგენელია და იმედია, ჩვენი ჩემპიონატი ეტაპობრივად დაადგება აღმასვლის გზას. ძალიან სასიამოვნოა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატის გაშუქებას დიდი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდება. თანამედროვე მიდგომებისა და შეფუთვის გარეშე პროგრესზე საუბარიც ხომ ზედმეტია.

დადებითი ტენდენციები უკვე აშკარად საგრძნობია. ამ დროისთვის ორ ძირითად ასპექტს გამოვყოფდი – მსაჯობის დონე ამაღლებულია. შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული და ამის გამო ვერავის გავკიცხავ, მიკერძოებას კი ვეღარ ვამჩნევ; მეორე სასიამოვნო ტენდენცია ის არის, რომ ეროვნულ ლიგაში გარიგების ეჭვი ერთ მატჩსაც კი არ დაჰკრავდა. მოკლედ, ამის არდანახვა არ შეიძლება, დანარჩენს კი დრო გამოაჩენს.

“ჩვენი პროგრამა-მინიმუმი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრაა.”

  • რის ხარჯზეა ლოკომოტივი ასეთი ეფექტური და შედეგიანი ეროვნული ლიგის სასტარტო მატჩებში?

მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გავიარეთ და ვფიქრობ, სეზონის სტარტს გუნდი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდა როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურ-ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად. სრული კმაყოფილების საფუძველი მაინც არ მაქვს, რადგან ლოკომოტივს გრძელი სათადარიგოთა სკამის ფუფუნება არ გააჩნია, ყველა სასურველი ფეხბურთელის დამატება ვერ შევძელით და ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას ვიზრუნებთ. საბურთალოსთან განცდილი მარცხიც სწორედ მოკლე სკამის ფაქტორმა გამოიწვია – ცვლილებების განხორციელების შემდეგ ჩვენი თამაშის ხარისხი გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა.

  • ლოკომოტივის ასაკობრივი გუნდების პროგრესით რამდენად კმაყოფილი ხართ?

ამქვეყნად იდეალური არაფერია, მაგრამ ფაქტია, რომ ლოკომოტივის სისტემა მუშაობს და ახალ თაობებს ზრდის. ცხადია, ვისურვებდით, რომ ჩვენი უფრო მეტი აღზრდილი მოხვდეს ასაკობრივ ნაკრებებში, მეტი მათგანი ხვდებოდეს ძლიერ უცხოურ კლუბებში, უფრო სწრაფად ადიოდნენ პირველი გუნდის დონეზე. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ლოკომოტივის მთავარ გუნდში ჩვენი აღზრდილები დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

  • მიმდინარე სეზონში ლოკომოტივს რა მიზანი აქვს?

ჩვენი პროგრამა-მინიმუმი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრაა. როგორც უკვე აღვნიშნე, შემადგენლობის გაძლიერება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამას წარმატებით გავართმევთ თავს და სეზონის ბოლოს ღირსეულ პოზიციაზე ვიქნებით.

  • საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს როგორ შეაფასებთ?

ქართველები სულსწრაფები ვართ და უცებ გვინდა დიდი შედეგების მიღწევა, ასე კი არც ერთ სფეროში ხდება. ერთ წელიწადში ხელშესახებ შედეგებს გია გეგუჩაძე კი არა, გვარდიოლა ვერ მიაღწევდა.

“ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სახელმწიფოს ხელშეწყობით მაქსიმალურად ცდილობს წინსვლისთვის საჭირო ნიადაგის მომზადებას.”

 

  • თავად თუ ფიქრობთ სანაკრები ფეხბურთში დაბრუნებაზე?

ნებისმიერი ქართველისთვის დიდი პატივია, საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა. სანაკრებო საქმიანობა ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. როცა ეს შანსი მეძლეოდა, მთელი სულითა და გულით ვცდილობდი საქართველოს წარმოჩენას. სხვა საქმეა, როგორ გამომდიოდა… რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ლოკომოტივში მუშაობა ჩემთვის არანაკლები გამოწვევაა და როგორც მწვრთნელს, შემიძლია ვთქვა, რომ აქ საკუთარი თავის რეალიზება შემიძლია…

  • ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობად რა მიგაჩნიათ?

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სახელმწიფოს ხელშეწყობით მაქსიმალურად ცდილობს წინსვლისთვის საჭირო ნიადაგის მომზადებას. კარგია, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ამხელა ყურადღება ექცევა. ხალხი სტადიონზე უნდა დაბრუნდეს, ეს პროგრესისთვის დიდი ბიძგი იქნება. წლებია, უამრავი პრობლემაა ბავშვთა ფეხბურთში, ქართულმა ფეხბურთმა სტადიონები დაკარგა, ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ. ირგვლივ სულ ნეგატივია – თამაშები მოვიგეთ და ინტერნეტში ჩემი მისამართით მაინც ნეგატიურ კომენტარებს ვკითხულობ, წარმოდგენაც არ მინდა, რას წავიკითხავ წაგების შემთხვევაში… ეს მიდგომა ნელ-ნელა უნდა შეიცვალოს.

 

  • რა შეგძინათ თურქულ ტრაბზონსფორში გატარებულმა პერიოდმა?

შოთა არველაძემ საშუალება მომცა, ახალი გამოწვევა მიმეღო. ახლოდან ვნახე სხვა ფეხბურთი, სხვა დონე, სხვა სისწრაფეები, სხვა წნეხი… საწყენია, რომ ჩემი თურქული კარიერა დიდხანს არ გაგრძელდა, იყო გულისწყვეტის მომენტებიც, რის გარეშეც ფეხბურთი არ არსებობს. მთლიანობაში, იქ გატარებულმა პერიოდმა ბევრი მასწავლა და ჩემი, როგორც მწვრთნელისა და ადამიანის თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გააფართოვა.

  • არაერთი გამორჩეული ფეხბურთელის მწვრთნელი ყოფილხართ, მათმა ნაწილმა ბოლომდე შეძლო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ნაწილმა კი იმედები ვერ გაამართლა. ვის პროგრესს გამოარჩევდით და ყველაზე მეტად ვისზე გწყდებათ გული?

მეორე კატეგორიით დავიწყებ – ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს გოჩა ხოჯავამ და გიორგი ჭანტურიამ. მე ხომ ყველაზე უკეთ ვიცი, რა შესაძლებლობების პატრონი იყო ხოჯავა. სამწუხაროდ, მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება… ჭანტურიას იმედი კი ჯერ არ დამიკარგავს. მართალია, მან წლები გაანიავა, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ თავის სიტყვას კიდევ იტყვის. საწყენია, რომ ახლა მძიმე ტრავმის გამოა უქმად, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ამ დაბრკოლებასაც გადალახავს და ბოლოსდაბოლოს, დაგვანახებს, რომ მის მიმართ ამხელა მოლოდინი ფუჭად არ გვქონია.

რაც შეეხება წარმატებულთა კატეგორიას, ქართული ფეხბურთისთვის მესი და რონალდო არ გამიზრდია, მაგრამ ღმერთია მოწმე, ჩემს საქმეს პირნათლად ვემსახურებოდი და ნიჭიერი ბიჭების ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის ძალ-ღონე არ დამიშურებია. ბედნიერი ვარ, რომ ვაკო ყაზაიშვილსა და დავით ხოჭოლავას დღეს წარმატებული კარიერა აქვთ, საქართველოს ჩემპიონატში გამოირჩევა გიორგი ხარაიშვილი, წინ მიიწევენ ჯიმი ტაბიძე და ლაშა პარუნაშვილი. ისიც მჯერა, რომ ლუკა ზარანდიაც დაიწყებს ჩემი იმედების გამართლებას.

  • ბოლო წლებმა რაიმე ხომ არ შეცვალა თქვენს სამწვრთნელო გემოვნებაში?

ალბათ, ბევრი არაფერი. ერთი ისაა, რომ ასაკი მომემატა და ბევრ საკითხს სხვა თვალით დავუწყე ყურება. ხოლო შეკითხვაზე, პროგრესირებს თუ რეგრესირებს მწვრთნელი გიორგი დევდარიანი, პასუხი მიმდინარე სეზონს მივანდოთ.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა