გიორგი დევდარიანი: “მონტენეგრო დაუმარცხებელი მეტოქე არაა”
8 ოქტომბერს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა, თბილისში გასამართ ეტაპზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
გიორგი დევდარიანი: “მოსამზადებელი ეტაპი ძირითადად ტაქტიკურ მუშაობას დაეთმო. ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად დრო არ გვქონდა და ამიტომ, არსებული რესურსებით მოგვიწევს დაკმაყოფილება.
ჩვენს მზადყოფნაზე ყველა კითხვას პასუხს თამაშები გასცემს. სამწუხაროდ, ტურნირს საკადრო პრობლემებით ვხვდებით. ტრავმების გამო ორი ძირითადი მცველი, ტაბიძე და თევზაძე ვერ დაგვეხმარებიან.
გათამაშებას მონტენეგროსთან გასამართი მატჩით ვიწყებთ. მეტოქე დაუმარცხებელ გუნდთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, თუმცა მათ გარკვეული პლიუსები აქვთ. ბალკანელები ტანმაღალი მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებული, რაც სტანდარტების დროს მათ უპირატესობაზე მეტყველებს. ასევე, გუნდი საკმაოდ კარგად თამაშობს კონტრშეტევებზე. ჩვენი მიზანია, სათამაშო დროის რაც შეიძლება მეტი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გავატაროთ.
გათამაშებას გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. ოთხივე გუნდი დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდია. საშინაო ასპარეზის ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენს გუნდს გარკვეული პლიუსები აქვს”
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კალენდარი::
14:00 – რუმინეთი vs კვიპროსი (სტადიონი „მიხეილ მესხი“ – 2)
16:00 – საქართველო vs მონტენეგრო (სტადიონი „მიხეილ მესხი“)
10 ოქტომბერი
14:00 – რუმინეთი vs მონტენეგრო (სტადიონი „მიხეილ მესხი“ – 2)
16:00 – კვიპროსი vs საქართველო (სტადიონი „მიხეილ მესხი“)
13 ოქტომბერი
16:00 – საქართველო vs რუმინეთი (სტადიონი „მიხეილ მესხი“)
16:00 – მონტენეგრო vs კვიპროსი (სტადიონი „მიხეილ მესხი“ – 2)