გიორგი დევდარიანი: “მონტენეგროსთან დაშვებულ შეცდომას ახლაც ვნანობ”
რუმინეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა და მომალა ელიტრაუნდზეც ისაუბრა.
გიორგი დევდარიანი: “პირველი ეტაპი დავლძიეთ და ელიტ რაუნდის საგზურიც დამსახურებულად მოვიპოვეთ. თუმცა, მონტენეგროსთან დაშვებულ ჩემს შეცდომას ახლაც ვნანობ. შეცდომა დღესაც მქონდა, როცა ემოციებს ავყევი და ზარანდია თავის დროზე არ შევცვალე. ელიტ რაუნდის პირველ მატჩში ლუკა ძალიან დაგვაკლდება.
დღეს, შედეგზე ორიენტირებული, შემტევი გუნდის თამაში ვიხილეთ. 11 ფეხბურთელიდან 8 შემტევი ტიპის იყო. აღსანიშნავია, რომ ისინი დაცვაშიც კარგად ირჯებოდნენ.
ელიტრაუნდისთვის, შესაძლა, ვინმე დაგვემატოს. თუმცა, ძირითადი ბირთვი სწორედ დღევანდელი შემადგენლობა იქნება, რასაც ჩვენი ორი ტრავმირებული მოთამაშეც დაემატება. მაგრამ, რომელიმე მოთამაშე სადმე თავს თუ გამოიჩენს, ნაკრების კარი ყველა ფეხბურთელისთვის ღიაა.
მოსამზადებელ ეტაპს წილისყრის შემდეგ დავგეგმავთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იქნება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და რასაც გვპირდებოდნენ. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი ამხანაგური შეხვედრა ჩავატაროთ.”