WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (256040) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

გიორგი დევდარიანი: “თურქეთთან ანტიფეხბურთით მოვიგეთ”

თარიღი: ივნისი 3, 2015

თურქეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა თბილისური ელიტრაუნდი შეაჯამა.

გიორგი დევდარიანი: “შეჯამება სრულყოფილი და კომპეტენტური რომ გამოვიდეს ცოტა დრო მჭირდება. თუმცა, ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ცუდად ჩატარებული მატჩი მოვიგეთ, ხოლო კარგად ჩატარებული შეხედრები დავთმეთ. პირადად მე, როგორც მწვრთნელს, ის წაგებული თამაშები მირჩევნია. ჩემი მიზანი არის, რომ ბიჭებს გრნადებთან პირველ ნომრად თამაში ვასწავლო, რაც საბოლოოდ შედეგამდე მიგვიყვანს. ვთვლი, რომ წინა შეხვედრებში აგრესიული და შემტევი თამაში ვაჩვენეთ, დღეს კი ანტიფეხბურტი ვითამაშეთ და მოვიგეთ.

საქართველოში 12 000 რეგისტრირებულია, როცა მაგალითად გერმანიაში 120 000 მხოლოდ მსაჯია. ჩვენზე ბევრად მეტი ფეხბურთელი ჰყავს ჩვენს სამივე მეტოქეს. ერთ ასაკვი არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ 18 სრულფასოვანი ფეხბურთელი გვყავდეს. თუმცა, ამ მოთამააშებშიც გვყავს ნიჭიერი ბიჭები.

დღეს, ისინი ძალიან დაღლილები იყვნენ. მთელი სეზონის განამვლობაში ბიჭები ერთ რითმს არიან მიჩვეულები, რასაც ერთ კვირაში ვერ შევცვლით. ხშირად გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მოთამაშეები ფიზიკურად სუსტები არიან, თუმცა ერთ კვირაში ჩვენ მათ ვერ მოვამზადებთ. გუნდისთვის ძალიან საჭირო 4 ფეხბურთელი თამაშამდე 2 დღით ადრე შემოგვიერთდა. ესპანეთთან მოსაგებად ერთი ვარჯიში კი საკმარისი არ არის.”



მსგავსი სიახლეები