გიორგი დევდარიანმა 19-წლამდელები შეკრიბა
საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა (1996 წელს დაბადებულები). გიორგი დევდარიანის გუნდი, შემოდგომისთვის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას შეუდგა.
ამ ეტაპზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი ფეხბურთელები შეკრიბა:
მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი)
მცველები: ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, რევაზ ბარამიძე (ყველა „საბურთალო“), დავით მოსიძე („ზესტაფონი“), ზურაბ მალანია, ირაკლი კომახიძე (ორივე „შუქურა“, ქობულეთი), თორნიკე კირკიტაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)
ნახევარმცველები: გიორგი კილასონია, ოთარ კიტეიშვილი („მეტალურგი“, რუსთავი), ნიკა წივწივაძე, გიორგი დუმბაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), გურამ გოშთელიანი, გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“)
თავდამსხმელები: გიორგი ხორხელი („საბურთალო“), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), ილია კერძევაძე, გიორგი კიკნაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ალექსანდრე შერაზადაშვილი („ალკორკონი“, ესპანეთი)
ხვალ, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, 19-წლამდელები ერთმანეთში ითამაშებენ. საწვრთნელი პროცესი კი, 27 ივლისამდე გაგრძელდება.
27 ივლისს, გიორგი დევდარიანის გუნდი მინსკში გაემგზავრება, სადაც 29 და 31 ივლისს, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ბელორუსის 19-წლამდე ნაკრებთან.
სფფ-ის პრესსამსახური