გიორგი ერისთავი: „ჩვენთვის გორელი გულშემატკივარი დიდი ძალაა“

თარიღი: აპრილი 16, 2015

მიმდინარე სეზონის დასაწყისში გორის „დილას“ 20 წლის ფორვარდი  გიორგი ერისთავი დაემატა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ „სამტრედიაში“ მუშაობის პერიოდში ჩვენი გუნდის ახალგაზრდა სპეციალისტმა უჩა სოსიაშვილმა აღმოაჩინა.

სოსიაშვილმა ერისთავი ჯერ „დინამო“ 2-ში წაიყვანა, შემდეგ კი გორში უხმო. გიორგი ერისთავი XXIII ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, რომელმაც ბოლნისის „სიონთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა, მანამდე კი „დინამოსთან“ შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა „დილას“ ქულა მოაპოვებინა.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა „დილას“ პრესსამსახურის კითხვებს უპასუხა.

გიორგიუამბეთ თქვენს შესახებ გორელ გულშემატკივარსსად გაიზარდეროდის იწყებაფეხბურთით შენი დაინტერესება?

„ბავშვობაში „სამტრედიაში“ ვთამაშობდი. 11-12 წლის ასაკში სათამაშოდ ქუთაისის ბავშვთა საფეხბურთო კლუბში გადავედი და აქედან დაიწყო ჩემი ფეხბურთი. ამის შემდეგ, როგორც ხშირად ხდება, გარკვეული პრობლემების გამო ფეხბურთს თავი დავანებე, თუმცა შემდეგ ისევ ავთამაშდი, ოღონდ ამჯერად მომდევნო სამი წელიწადი „გაგრას“ შემადგენლობაში გამოვდიოდი, რის შემდეგაც ჩემს მშობლიურ ქალაქს, „სამტედიას“ დავუბრუნდი და ჩემი კარიერა იქ გავაგრძელე. სამტრედიაში 6 თვე გავატარე და სწორედ იქ გავიცანი უჩა სოსიაშვილი.

როგორც ვიცით, უჩა სოსიაშვილთან ერთად გორის „დილაში“ გადმოსვლამდეც მუშაობდირაწვლილი აქვს ჩვენი გუნდის ახალგაზრდა სპეციალისტს შენს საფეხბურთო განვითარებაში?!

„მე და უჩას „სამტრედიაში“ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. გუნდში სტაბილურად ვთამაშობდი და რაც მთავარია, მას ჩემს მიმართ ნდობა გააჩნდა. ამის შემდეგ „დინამოშიც“ წამიყვანა, ,,დინამოდან“ კიდევ როგორც მოგეხსენებათ სწორედ მისი ინიციატივით მოხდა ჩემი „დილაში“ გადმოსვლა.“

გვითხარი შენი საკლუბო და ინდივიდუალური მიზნების შესახებ?!

„21 წლის ვარ და ძალიან გამიხარდება თუ კლუბთან ერთად ეროვნულ ჩემპიონატში პირველ ადგილს დავიკავებ. რაც შეეხება პირად მიზანს, მინდა ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშო!“

როგორი ატმოსფეროა გორის „დილაში?“

„კლუბში ძალიან კარგი პირობები და ატმოსფეროა შექმნილი იმისთვის, რომ ფეხბურთელებს გვქონდეს მაღალი მოტივაცია. ფეხბურთელებს ერთმანეთთან მეგობრული და გუნდური სულისკვეთება გვაკავშირებს.“

რას იტყვი შენს კონკურენტებზეწინა ხაზში გორელიშვილის და მოდებაძის სახით საკმაოდ ძლიერიკონკურენტები გყავთ?!

„ბევრი უნდა იშრომო, რომ ასეთი კონკურენციის პირობებში თავი დაიმკვიდრო ძირითად შემადგენლობაში. საერთოდ კი კონკურენტად ბიჭებს ვერ აღვიქვამ, არა იმიტომ რომ ისინი ძლიერი ფეხბურთელები არ არიან, უბრალოდ არ შემიძლია თანაგუნდელები კონკურენტებად აღვიქვა.“

საქართველოს ჩემპიონატის ბოლო თამაშებში დინამოსა“ და ბოლნისის სიონთან“ დილამ“ შენიგოლების წყალობით მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვაროგორი განცდაა ეს შენთვის და ზრდის თუარა შანსსრომ კონკურენციაში უპირატესობა მოიპოვო?

„რათქმაუნდა, ეს გოლები დამეხმარა ვიყო მეტად თავდაჯერებული. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს გოლები გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარა. ალბათ, გატანილი გოლები კონკურენციაშიც მომცემს გარკვეულ უპირატესობას.“

საინტერესოარომ გოლების გატანას ემოციურად არ აღნიშნავეს გოლის შემდგომი ერთგვარიჟესტია, თუ უბრალოდ არ თვლი საჭიროდ გოლის განსაკუთრებულად აღნიშვნას?!

„არ მიყვარს გოლის აღნიშვნა! თავდამსხმელისთვის ჩვეულებრივი ამბავია გოლის გატანა, ამიტომ ემოციებს ვერ გამოვხატავ. გოლს ყველა თავისებურად აღნიშნავს. ჩემი აღნიშვნა ის არის, რომ გოლს ემოციურად არ აღვნიშნავ.“ (იცინის)

ვინ არის შენთვის მისაბაძი ფეხბურთელი?

„ამ კითხვაზე ერთი პასუხი მაქვს – მესი!“

როგორ შეაფასებდი „დილას“ ჩემპიონობის შანსებს მიმდინარე სეზონში?

„ჩვენ, ბათუმის და თბილისის „დინამოს“ თანაბარი შანსი გვაქვს. სამეულიდან ვინც ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოლებს ვფიქრობ ჩემპიონიც ის გახდება.“

ძალიან სწრაფად მოიპოვე გულშემატკივრის სიყვარულიკმაყოფილი ხარ თუ არა მატჩებზე მათიდასწრების სიმრავლით და გულშემატკივრობით?

„ჩვენთვის გორელი გულშემატკივარი დიდი ძალაა. მათ მხარდაჭერას საშინაო თუ გასვლით თამაშებზე ყოველთვის განსაკუთრებულად ვგრძნობთ. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ თანადგომისთვის.“

 

„დილას“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კლოპმა იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესასთან საუბრისას იტალიის სერია A-ს მოგების მთავარ ფავორიტად არა […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მუსა მარეგამ ყოფილ კლუბთან მატჩში მოედანი დატოვა (ვიდეო)

16 თებერვალს, პორტუგალიის ჩემპიონატში “ვიტორია გიმარაეშმა” საკუთარ მოედანზე “პორტუ” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მეორე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონი” სასწაულ ავტოგოლს გადაურჩა (ვიდეო)

16 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “სტრასბურგი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაფუ: “ალექსანდერ-არნოლდს შეუძლია ოქროს ბურთი მოიგოს”

ორგზის მსოფლიო ჩემპიონი კაფუ მიიჩნევს, რომ “ლივერპულის” 21 წლის ვარსკვლავ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ყველა საჭირო მონაცემი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტვიტერზე “ბარსელონას” გვერდები კიდევ ერთხელ გატეხეს

ტვიტერზე კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური გვერდები კიდევ ერთხელ გაყიდეს. ჰაკერული შეტევა შაბათს საღამოს განხორციელდა, მას შემდეგ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრეზიდენტის პასუხი: რატომ გაუშვა “საბურთალომ” ცეცაძე?

თბილისის “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გია ცეცაძის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. “მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია

თბილისის “საბურთალოს” გია ცეცაძის ასისტენტი, თეიმურაზ შალამბერიძე უხელმძღვანელებს. “პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პრაქტიკულად ვერ ნახავთ ისე...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭანტურიამ “საბურთალო” დატოვა

თბილისის “საბურთალო” 1 თვის წინ გუნდში დაბრუნებულმა გიორგი ჭანტურიამ დატოვა. დღეს “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფირმინოს პასი “ნორვიჩთან” მატჩში (ვიდეო)

15 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” სტუმრად “ნორვიჩი” 1:0 დაამარცხა. შეხვედრის პირველ ტაიმში, ერთ-ერთ ეპიზოდში ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი აბურჯანიამ “ალკმაარს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

ჰოლანდიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ტვენტე” საკუთარ მოედანზე “ალკმაარს” მასპინძლობს. შეხვედრაში ანგარიში “ტვენტეს” ნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერლიგის მედალს სტივენ ჯერარდიც მიიღებს?

“ლივერპულში” უკვე იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გაანაწილონ საჩემპიონო მედლები. პრემიერლიგის მოგების შემდეგ ჩემპიონი გუნდი 40 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესის ლა ლიგაში ბოლო ექვსი წლის ყველაზე ცუდი სერია აქვს

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “ხეტაფეს” დამარცხება შეძლო. შეხვედრაში ლეო მესიმ თავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: “სანჩო განსაკუთრებულია, მსიამოვნებს მისი თამაშების ყურება”

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარ ჟუნიორმა, ჩემპიონთა ლიგაზე “ბორუსიასთან” გასამართი მატჩის წინ გერმანული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა ლობჟანიძემ “ფენერბაჰჩეს” გაუტანა (ვიდეო)

თურქეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯუ” საკუთარ მოედანზე “ფენერბაჰჩეს” მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ შე...
წაკითხვა