გიორგი გოროზია: “ნორვეგიასა და საქართველოს შორის დიდი სხვაობაა”

თარიღი: დეკემბერი 24, 2014

გიორგი გოროზია ქართველმა გულშემატკივრებმა საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში თამაშით გაიცნო. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის “ლოკომოტივის” შემადგენლობაშიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. “ტორპედოს” რიგებში კი ევროთასებზეც ითამაშა. ქუთაისური კლუბიდან წასვლის შემდეგ გოროზია “ლოკომოტივს” დაუბრუნდა, შემდეგ კი კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწტყვიტა და ნორვეგიას მიაშურა, სადაც “სტაბეკის” ღირსებას იცავს.

Fanebi.com 19 წლის ნახევარმცველს დაუკავშირდა და მის კარიერაში მომხდარ ცვლილებებზე ესაუბრა.

– ნორვეგიაში შენთვის პირველი სეზონი დასრულდა. რა შთაბეჭდილება შეგექმნა ახალ ქვეყანაზე და გუნდზე?

– შესანიშნავი შთაბეჭდილებები მაქვს. აქ ნამდვილი საფეხბურთო გარემოა. გუნდში კი მეგობრული განწყობა სუფევს.

– საფეხბურთო დონეც ალბათ განსხვავებულია…

– საქართველოსთან განსხვავება დიდია. აქ ფიზიკურად უფრო კარგად არიან მომზადებულები და სისწრაფეებშიც დიდი სხვაობა.

– მთავარი განსხვავება რაში მდგომარეობს? თუნდაც სამწვრთნელო პროცესის თვალსაზრისით…

– განსხვავება ძირითადად თეორიული მეცადინეობის დროს იგრძნობა. ნორვეგიაში ჩასვლისთანავე ერთი თამაში მათამაშეს, რათა ჩემი სათამაშო დონე დაენახათ. შემდეგ კი ინდივიდუალური პროგრამა მომცეს. გუნდის საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ ვრჩებოდი და ცალკე ვვარჯიშობდი, რამაც შედეგი გამოიღო. რამდენიმე თამაში ჩატარე და ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ.

– გითამაშია საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში. როგორ გაიხსენებდი ამ პერიოდს?

– 17 წლამდელებში ძალიან ბედნიერი წუთები გამოვიარეთ და გულშემატკივრების გახარებაც შევძელით. სამწუხაროდ, 19 წლამდე ნაკრებში ჩვენი ბედი ერთმა თამაშმა გადაწყვიტა. ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვიმსახურებით.

1795097_w2

– სამომავლოდ ალბათ ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებზეც ფიქრობ…

– ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევას ვცდილობთ ნაკრებში და ვისურვებდი, რომ 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებსაც კარგი შედეგები ჰქონდეთ. იმ შემთხვევაში, თუ შანსი მეც მომეცემა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ნდობის გასამართლებლად კი ყველაფერს გავაკეთებ.

– რა არის ამჟამად შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთში?

– ჩემთვის მთავარი განვითარება და წინსვლაა. ჯერჯერობით გუნდში ახალი მისული ვარ და ამ ეტაპზე მხოლოდ “სტაბეკზე” ვარ კონცენტრირებული.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელებმა გამარჯვება დიეგო მარადონას მიუძღვნეს (ვიდეო)

29 ნოემბერს, არგენტინის ჩემპიონატში “ბოკა ხუნიორსმა” საკუთარ მოედანზე “ნიუელს ოლდ ბოისი” მიიღო და მეტოქე 2:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მიაგო პატივი შოთა არველაძემ დიეგო მარადონას?

შოთა არველაძის საფეხბურთო კუმირი დიეგო მარადონა გახლდათ. სწორედ შოთამ და აჩი არველაძეებმა მოახერხეს თბილისში ჩამოსული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი დონარუმას სეივი ფრანკ რიბერის წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Let's not forget this INCREDIBLE save by Donnarumma when 1v1 with Ribery.Phenomenal 😳😳😳 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მუნდიალზე გატანილი გოლების რაოდენობით სენეგალის ნაკრების რეკორდსმენი გარდაიცვალა

სენეგალის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაპა ბუბა დიოპი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას გარდაცვალებაში მის პირად ექიმს ადანაშაულებენ

დიეგო მარადონას გარდაცვალებაში მის პირად ექიმ ლეოპოლდო ლუკეს ადანაშაულებენ. “ასის” ცნობით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ნათესავები ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესიმ გატანილი გოლი დიეგო მარადონას მაისურით აღნიშნა (ვიდეო)

29 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ოსასუნა” მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა. მატჩის 73-ე [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლში” კორონავირუსი მძვინვარებს, გუნდმა ვარჯიშები შეაჩერა

კორონავირუსის პანდემია “ნიუკასლ იუნაიტედის” კარსაც მიადგა. The Telegraph-ის ცნობით, კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი კიდევ ორ ფეხბურთელს [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტუან გრიზმანის ულამაზესი გოლი “ოსასუნას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო FUCK ME GRIEZMANN pic.twitter.com/UZA5v8QleU — Griezmann Chief (@griezmannility_) November 29, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქობულეთის “შუქურა” ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა!

ქობულეთის “შუქურამ” დღეს “ვიტ ჯორჯიასთან” 0-1 წააგო, მაგრამ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და მომდევნო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარი კვლავ ტრავმირებულია

მადრიდის “რეალის” ბელგიელ ვარსკვლავს, ედენ აზარს, კვლავ პრობლემები აქვს. “ბლანკოსის” ნახევარმცველმა “ალავესთან” მა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” რონალდუს გარეშე ჩატარებულ სამივე მატჩში დაკარგა ქულები

ტურინის “იუვენტუსმა” სერია A-ს მეცხრე ტურის მატჩში “ბენევენტოსთან” ფრე 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ იტალიურმა ჟურნალ-გაზეთებმა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – კარლო ანჩელოტიმ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

28 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ლიდსი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში ისევ გაიტანა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “ზალაეგერსეგის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას კიდევ ერთი შვილი ჰყავს? დიეგოს შესაძლო ვაჟი მის ექსჰუმაციას ითხოვს

19 წლის სანტიაგო ლარა აცხადებს, რომ დიეგო მარადონა მისი ბიოლოგიური მამაა. ლარა საჯაროდ პირველად 2016 […]...
წაკითხვა