გიორგი გველესიანი:”დინამო” ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება!”

თარიღი: ივლისი 11, 2016

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თბილისის “დინამო” დატოვა ქართველმა მცველმა, გიორგი გველესიანმა. 25 წლის მოთამაშე თბილისურ გუნდში ათწლიანი ასპარეზობის შემდეგ, უკრაინულ კლუბში, ლუცკის “ვოლინში” გადავიდა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა გველესიანს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა…

 – პირველ რიგში, რა იყო “დინამოს” დატოვების მთავარი მიზეზი?

– “დინამოდან” წამოსვლის მიზეზებზე ბევრჯერ ვისაუბრე და აღარ მინდა კონკრეტულ დეტალებზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება. თბილისური კლუბი ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება. მხოლოდ ერთს ვიტყვი, “დინამოდან” ჩემი ნებით არ წამოვსულვარ.

– რა მოგცათ დედაქალაქურმა კლუბმა ამ 10 წლის მანძილზე?

– აქ გატარებულმა ათმა წელმა მომცა უდიდესი გამოცდილება, როგორც ფეხბურთელს, ასევე ადამიანს. “დინამოდან” წამოსულს არსად გამჭირვებია თავის გამოჩენა და ეს სწორედ ამ კლუბის სკოლის დამსახურებაა.

– გქონდათ თუ არა ლუცკის “ვოლინის” გარდა სხვა შემოთავაზებები და რატომ აირჩიეთ ეს გუნდი?

– ახლა ყველაფერს დეტალურად გიამბობთ… როდესაც “დინამო” დავტოვე, ყოველდღე მირეკავდნენ ქართული კლუბების წარმომადგენლები და მათ გუნდებში თამაშს მთავაზობდნენ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მაგარამ ამ ზაფხულზე გადავწყვიტე, რომ ჩემი კარიერისთვის უფრო უპრიანი უცხოეთში წასვლა იქნებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ლვოვის “კარპატის” წინადადება. მარტივად რომ აგიხსნათ, მათი შემოთავაზება ასე ჟღერდა: “ჩამოდი, ერთი მატჩი ითამაშე და ხელშეკრულებას გაგიფორმებთ.” ჩავედი ლვოვში, ჩავატარე შეთანხმებული შევხედრა და არ დამიტოვებია ცუდი შთაბეჭდილება. მიუხედავად ამისა, ისე არ მოხდა ყველაფერი, როგორც იყო დაგეგმილი, რადგან მწვრთნელი შეიცვალა გუნდში. შემდეგ იმასთანაც მომიწია თავის გამოჩენა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ხელმძღვანელიც მალევე მოხსნენს თანამდებობიდან და კიდევ ახალი დამრიგებელი მოვიდა. მე პირდაპირ მივედი მასთან და ვუთხარი, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მიეღო ჩემთან დაკავშირებით. მან მთხოვა, შეკრებაზე გავყოლოდი და იქ დამაკვირდებოდა; მხოლოდ ამის შემდეგ მეტყოდა, დამტოვებდა გუნდში თუ არა… მე მაშინვე უარი ვუთხარი და ლუცკის “ვოლინის” შემოთავაზებას დავთანხმდი.

“ვოლინთან” ხელშეკრულება გავაფორმე, თუმცა ველოდები, როდის მისცემენ გუნდს ფეხბურთელის ოფიციალურად დამატების უფლებას. აქვე გეტყვით, რომ უკრაინული გუნდის გარდა, რამდენიმე სხვა შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე ეს კლუბი ავირჩიე, რადგან ჩემი პრიორიტეტი უკრაინის ჩემპიონატია. აქ სეზონის განმავლობაში ბევრ ძლიერ მეტოქეს შევხვდებით და ეს ჩემს, როგორც ფეხბურთელის, განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 – რა მიზნებისთვის იბრძოლებს “ვოლინი” ამ სეზონში?

– ამ სეზონში ჩვენ მიზნად დაგვისახეს, მინიმუმ, “ევროპის ლიგის” ზონაში მოხვედრა.

 – უკრაინის ჩემპიონატში გადასვლა, თქვენი აზრით, როგორ აისახება სანაკრებო კარიერაზე?

– ჩემი აზრით, თუ აქ თავს კარგად წარმოვაჩენ, ძალიან გაიზრდება იმის შანსები, რომ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად გამომიძახონ და ჩემი ქვეყნის ღირსება დავიცვა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ტედი შერინგემი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბა უნდა გაუშვას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი თვლის, რომ გუნდი პოლ პოგბას უნდა შეელიოს. “როდესაც ჩვენს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უილშირი: “არსენალი” ბოლო ათწლეულში პრემიერლიგას მოიგებდა, რომ არა ერთი გარემოე

ლონდონის “არსენალის” ექს-ფეხბურთელმა ჯეკ უილშირმა, რომელიც დღესდღეობით “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, იმის შესახებ ისაუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაიფციგს” კაპიტანი გაურკვეველი დროით დააკლდება

“ლაიფციგის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იუსუფ პოულსენმა მარჯვენა კოჭი დაიზიანა. ჯერჯერობით უცნობია, თუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუნინი: “რეალში” თამაში მეკარისთვის ყველაზე რთული რამ არის”

მადრიდის “რეალის” სათადარიგო მეკარემ, ანდრეი ლუნინმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “სამეფო კლუბში” მის პოზიციაზე თამაში [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტუან გრიზმანის ახალი იმიჯი (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი გუნდის ვარჯიშზე ახალი იმიჯით გამოჩნდა....
წაკითხვა
ფეხბურთი

რობენმა საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა: “მისი წყალობით სრულყოფილ ფეხბურთელად ვიქეცი&#

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” მოქმედი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო გვილიამ პოლონეთის თასზე შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

26 მაისს საფეხბურთო ღონისძიებები განახლდა პოლონეთში. შედგა პოლონეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი “ლეგნიცასა” და “ლეგიას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანული კლასიკა: “ბაიერნმა” გასვლაზე “ბორუსია” დაამარცხა (ვიდეო)

26 მაისს “სიგნალ-იდუნა პარკმა” გერმანულ კლასიკად შერაცხულ დაპირისპირებას უმასპინძლა. უმაყურებლოდ დარჩენილ სტადიონზე მიუნხენის “ბაიერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს ახალი იმიჯი აქვს (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იმიჯი შეიცვალა. 35 წლის ფეხბურთელს ახალი ვარცხნილობა აქვს. “დამტკიცებულია̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

20000 დოლარი თვეში – ჯანო ანანიძე რუსეთში ბრუნდება

დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნდება. ჟურნალისტ სერგეი ეგოროვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ვლადიმერ ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “ტაიმაუტში” ვლადიმერ ვაისის ახალ კონტრა...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოტლანდიური კლუბის ორიგინალური სატრანსფერო მეთოდი, ფეხბურთელის ბედს ფანები წყვეტენ

შოტლანდიურმა საფეხბურთო კლუბმა “ლივინგსტონმა”, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ბინადარია, საკუთარი ფეხბურთელის, მეკარე გარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატანმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, შედეგი ცნობილია

“მილანის” პრესსამსახურმა გუნდის ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სამედიცინო შემოწმების შედეგი გამოაქვეყნა. იტალიური პრესა წერდა, რომ ტრავმას [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რომას” ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

“რომას” აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი, ჟოზეფ ბუასე 21 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას რომაული […]...
წაკითხვა