გიორგი ივანიშვილი პოლონეთში გიორგი გაბედავასთან წავიდა
თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ივანიშვილი კარიერას ზაგლებიეს “სოსნოვიეცში” გააგრძელებს.
Transfermarkt-ის ინფორმაციით, ივანიშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა “სოსნოვიეცს”, რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასის ბოლო ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.
ივანიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში სინჯებზე იმყოფებოდა და როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბმა მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
გიორგი კარიერას შვეიცარიულ “ციურიხში” იწყებს, მაგრამ კლუბში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია და განათხოვრებით “ვოლენში”, “შაფჰაუზენში” და “ბელინცონაში” ირჯებოდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბოლოს “დინამოში” იყო და უმეტესად, თამაშში სათადარიგო სკამიდან ერთვებოდა.
საინტერესოა, რომ “სოსნოვიეცში” სეზონის დასრულების შემდეგ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, გიორგი გაბედავა გადავიდა.