გიორგი კოხრეიძე: “მინდორს გაცილებით ადრე დავუბრუნდები”

თარიღი: ოქტომბერი 26, 2020

“საბურთალოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა გიორგი კოხრეიძემ, რომ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს ესპანეთში გადის, უკვე კარგა ხანია იცით. “კოხრეს” ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით და ევროპაში დავუკავშირდით.

– გიორგი, როგორ მიდის რეაბილიტაციის ეტაპი, რას გეუბნებიან ექიმები?
– მახარებს, რომ სარეაბილიტაციო პრეცესი კარგად მიმდინარეობს. ექიმები ძალიან მაიმედებენ – მითხრეს, პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და მინდორზე იმაზე ადრე დაბრუნდები, ვიდრე ვვარაუდობდითო.

– კონკრეტულად როდის შეგეძლებათ მინდორზე გასვლა?
– ოპერაციიდან ექვს თვეში სრული დატვირთვით ვივარჯიშებ. ორი თვეა, რაც ოპერაცია გავიკეთე. თუ ასე გაგრძელდა თებერვალში გუნდთან ერთად შევუდგები ვარჯიშს.

– როგორი სიხშირით ვარჯიშობთ ფიტნეს დარბაზში?
– გაწერილი პროგრამა მაქვს და კვირაში 4-5-ჯერ დავდივარ. მითხრეს, იქამდე უნდა ვივარჯიშო-ხოლმე, სანამ ფეხი ტკივილს არ დამიწყებს. მაგ დონემდე რომ მივდივარ, მერე ვჩერდები.

– საინტერესოა, კორონას პირობებში როგორ ცხოვრობთ, როგორ ვარჯიშობთ?
– ესპანეთში ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის, ყველა მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში შესვლა, გამორიცხულია. ქუჩაშიც კი პირბადეებით დადიან. ესპანეთში ერთ ადგილზე 6 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია.

– “საბურთალოს” რამდენიმე კვირაა ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თუ შედგა თქვენსა და ლევან კორღალიძეს შორის საუბარი?
– დიახ, დამირეკა ლევან კორღალიძემ. მომიკითხა, გამამხნევა,  ჯანმრთელობა და მინდორზე მალე დაბრუნება მისურვა. მომავალ გეგმებზეც ვისაუბრეთ. “საბურთალო” მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბია და ბუნებრივია,  ერთმანეთის გვერდში დგომით, შრომით შეგვიძლია იმ მიზნების განხორციელება, რაც გვაქვს.

 გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა, ჩემპიონატში კი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლობს. ალბათ ადევნებთ თვალს “საბურთალოს” მატჩებს…
– დიახ, რა თქმა უნდა ვუყურებ თამაშებს. ძაან რთული ყოფილა ტელევიზიით ყურება, სულ მინდა მინდორზე ვიყო. მიხარია, რომ თასზე წარმატებით ვთამაშობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის ზედიზედ მეორედ ამ ტიტულის მოგება. იმედია, იმ დროისთვის თბილისში ვიქნები და ტრიბუნიდან მაინც ვუქომაგებ გუნდს, რა თქმა უნდა თუ კოვიდ-19 ამის საშუალებას მოგვცემს.
რაც შეეხება ჩემპიონატს – თითოეულ მოპოვებულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ცხრილში სიმჭიდროვეა. უნდა ვეცადოთ მაღალი ადგილები დავიკავოთ.

– სოციალურ ქსელებში ხშირად ტვირთავთ ფოტოებს. როგორ ფიქრობთ, თქვენთვის სასურველ წონაში ხართ?
– შეიძლება ითქვას, ჩემს წონაში ვარ. აქაურები, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ წონას. კვებითაც ისე ვიკვებები, როგორც მეუბნებიან.

– ესპანურ ენას ნელ-ნელა თუ უეფლებით?
– ელემენტალური რაღაცეები უკვე ვისწავლე, ის რაც ყოველდღიურად მჭირდება. ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს და ვფიქრობ, ესპანურს უფრო დავეუფლები.

 ზემოთ თქვით, იმედია მაგ დროისთვის თბილისში ვიქნებიო. როდის ბრუნდებით?
– თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, 10 ნოემბერს თბილისში უნდა ვიყო. რამდენიმე კვირა საქართველოში გავივლი რეაბილიტაციის კურსს. იანვარში კი ისევ დავბრუნდები ესპანეთში. ბოლო ერთი თვე აქ უნდა გავიარო პროცედურები.

– 12 ნოემბერს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის ფინალური შეხვედრა უწევს ჩრდილოეთ მაკედონიასთან. როგორი მოლოდინი გაქვთ?
– ბოლო თამაშებმაც დაგვანახა, რომ არცერთ ნაკრებს არ ჩამოუვარდებით. პირიქით – მეტოქეებზე უკეთ ვთამაშობთ და ვიმსახურებთ სანუკვარი ოცნების ახდენას. ჩრდილოეთ მაკედონია კარგად დაბალანსებული ნაკრებია, თუმცა დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ. ვიცი, რომ იოლი მატჩი  არ იქნება, წინ დიდი ბრძოლა და შრომა მოგვიწევს, მაგრამ შეგვიძლია ამ ბარიერის დაძლევა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მანუელ ნოიერის ყვითელი ბარათი “სალბურგთან” მატჩში (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნსა” და “სალსბურგს” შორის მიმდინარე მატჩის 24-ე წუთზე მანუელ ნოიერმა ყვითელი ბარათი მიიღო. ბავარიელთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტურო ვიდალმა 6 წამში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო What was Vidal thinking.. 😂 pic.twitter.com/UvLu1KH12t — ✈️ (@Arrizabalager) November 25, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” სტადიონისთვის მარადონას სახელის მინიჭებას აპირებენ

ნეაპოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ჩირო ბორიელომ რადიოგადაცემაში განაცხადა, რომ მუშაობა დაიწყება “ნაპოლის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი და რონალდუ დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავს ეხმაურებიან

დღეს, 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გარდაიცვალა. არგენტინელს გულის შეტევა დაემართა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას პრეზიდენტი მარადონას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

დღეს, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას კარიერა ფოტოებით

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის კარიერას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. არგენტინის ხელისუფლებამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პელე: “იმედი მაქვს, ზეცაში ბურთით ერთად ვითამაშებთ”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ განცხადე გაავრცელა. პელემ მარადონას ოჯახს მიუსამძიმრა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეგენდარული დიეგო მარადონა გარდაიცვალა

არგენტინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული გამოცემა Clarin […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და თბილისის მერი კახა კალაძე დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის. “ჯერ არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტევესი პოლიტიკაში მიდის

“ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი კარიერის დასრულებას აპირებს. El Destape-ს ცნობით, 36 წლის არგენტინელი ფეხბურთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კეკელიძე: “ლანჩხუთის” უნიჭიერეს ფეხბურთელს სტიპენდიას დავუნიშნავთ”

ქალთა საფეხბურთო გუნდის “ლანჩუთის” 16 წლის ფეხბურთელი ანა გობრონიძე “გურული დღიურების ფონდის” სტიპენდიანტი გახდა. ამის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ დაუთმო ბრუნო ფერნანდეშმა მარკუს რეშფორდს პენალტი?

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ისტანბულ ბაშაქშეჰირი” მიიღო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ალბათ, ვიდეორეფერი სხვა თამაშს უყურებდა” – ნაგელსმანი აღშფოთებულია

“ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა “პარი სენ-ჟერმენთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცი...
წაკითხვა