გიორგი კოხრეიძე: “საბურთალოში” ისევ 10 ნომრით ვითამაშებ”

თარიღი: თებერვალი 11, 2020

„საბურთალოს“ ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძე, რომელიც ჩვენივე აკადემიის აღზრდილია, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამპლუით ფორვარდს დედაქალაქურ კლუბში 121 ოფიციალური თამაში დაუგროვდა, მეტოქეთა კარის აღება კი 26-ჯერ შეძლო. გიორგის, რომელიც გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება, რამდენიმე კითხვით გავესაუბრეთ.
– გიორგი, როგორ ემზადება გუნდი ესპანურ შეკრებაზე?
– ჩვეულებრივად ვემზადებით. აქ შეკრება იმით განსხვავდება განვლილი შეკრებებისგან, რომ კარგი და ძლიერი სპარინგ-მეტოქეები გვყავს. სწორედ, ასეთი დონის მოწინააღმდეგეებთან გამოჩნდება ჩვენი სუსტი მხარეები. ამავდროულად, „ზენიტსა“ და მსგავსი დონის გუნდებს რომ ვეთამაშებით, უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ.
– „ზენიტთან“ თამაში ახსენეთ. რა დაგანახათ აღნიშნულმა საკონტროლო მატჩმა?
– ფაქტობრივად ყველა კომპონენტში ჩვენზე ბევრად წინ არიან. ფიზიკურადაც ძლიერები იყვნენ, ბევრს მოძრაობდნენ და ძალიან სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში. „ზენიტი“ მაღალი დონის კლუბია, ყოველწლიურად ევროპაში თამაშობს და დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მიუხედავად მარცხისა, ჩვენთვის ეს შეხვედრა სასარგებლო იყო.
– „ზენიტთან“ შეხვედრაში ფეხბურთელებს შორის მცირე წაკინკლავება მოხდა. რამ გამოიწვია?
– არაფერი ისეთი, ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება. მცირე ინციდენტი იქვე აღმოიფხვრა. რუსული გუნდები აგრესიული თამაშით გამოირჩევიან. პატარა გაუგებრობა ერთ-ერთ უხეშობას მოჰყვა.
– მალე სუპერთასის შეხვედრა გელით. როგორია „დინამოსთან“ მატჩის მოლოდინი?
– ოფიციალურ შეხვედრამდე ორი კვირა დარჩა, ვემზადებით ჩვეულებრივად. სუპერთასის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემპიონობისა და თასის შემდეგ, საქართველოში მესამე ტიტულიც მოვიგო.
– ერთ-ერთ სპორტულ ვებ-გვერდზე დაიწერა, რომ შესაძლოა ახალ სეზონში 10 ნომრიანი მაისურით არ ითამაშოთ. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
– „საბურთალოში“ ისევ იმ ნომრით ვითამაშებ, რა ნომრითაც ვთამაშობდი.
– გია ცეცაძესთან ახალგაზრდულ ნაკრებშიც გიმუშავიათ, თუმცა ნაკრები და კლუბი ერთმანეთისგან განსხვავდება. ვარჯიშები დაახლოებით იგივეა, თუ არის სხვაობა?
– საწვრთნელი პროცესი თითქმის იგივეა, რაც ნაკრებში იყო. აქცენტი სწრაფ, შემტევ ფეხბურთზე კეთდება.
– გასული სეზონისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, წლეულს გუნდი განსხვავებული შემადგენლობით წარდგება გულშემატკივრის წინაშე. ახალწვეულები რამდენად შეეწყვნენ „საბურთალოს“?
– დიახ, ერთბაშად რამდენიმე ახალწვეული გვყავს, როგორც ქართველი, ასევე ლეგიონერი ფეხბურთელები. ზოგადად, ფეხბურთელს ახალ კლუბში გარკვეული ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ მათ უკვე გაიარეს ეს პროცესი.
– ბოლო დროს ხშირია საუბრები თქვენს უცხოურ კარიერასთან დაკავშირებით. რაიმე სიახლე ხომ არაა?
– ჯერჯერობით არაფერი, თუმცა მოლოდინის რეჟიმში ვარ. ვიცი, რომ რამდენიმე ქვეყნიდან არის ინტერესი. მინდა, კარიერა ევროპაში გავაგრძელო, რათა განვითარდე და პროგრესი განვაგრძო.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე გიორგი კოხრეიძეს გიორგი ჭანტურიასთვის 10-ნომრის დათმობას სთხოვდა.

Fcsaburtalo

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიო: “მეგონა, მე გავიზარდე, მაგრამ “შკენდიას” კარები 5 სანტიმეტრით

24 სექტემბერს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტოტენჰემი” სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიურ “შკენდიას” დაუპირისპირდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფას სუპერთასი “ბაიერნმა” მოიგო (ვიდეო)

ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე” მიუნხენის “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც გერმ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” ჰეთრიკი 30 წლის ცხვრების მწყემსმა და დელფინებზე მონადირემ შეუსრულა (

თბილისის “დინამო” ფარერებში “კლაკსვიკთან” 6-1 უშანსოდ განადგურდა და ჰეთრიკის ავტორი პალ კლეტსკარდი გახდა. კლეტსკარდის პროფესიი...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის წითელი ბარათი “ბაზელთან” მატჩი (ვიდეო)

“ანორთოსის” შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბაზელის” წინააღმდეგ 2 ყვითელი ბარათი მიიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივის” ღირსეული მარცხი, “დინამო” გაუქმდა !

ქართული გუნდები ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნენ. თბილისის “ლოკომოტივს” “გრანადას” კარის მიმართულებით დარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კლაკსვიკი” – “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” სტუმრად ფარერების “კლაკსვიკს” დაუპირისპირდება. უკვე ცნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გრანადა” – “ლოკომოტივი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” სტუმრად ესპანურ “გრანადას” დაუპირისპირდება. უკვე ც...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “კოვიდი მამაცი ყოფილა, ჩემთან დაპირისპირება რომ გაბედა”

“მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. შვედმა ფეხბურთელმა კოვიდ-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო. ზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოთხშაბათს კოვიდ-19 “...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი “ბარსელონას” ცრემლებით დაემშვიდობა (ვიდეო)

ლუის სუარესმა კატალონიის “ბარსელონა” დატოვა. ამიერიდან ურუგვაელი თავდამსხმელი მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას დაიცავს. 33 წლის ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტადიო ოლიმპიკოზე” 20000 გულშემატკივრის ყოფნაა შესაძლებელი”

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, პიერპაოლო სილერიმ განაცხადა, რომ სერია A-ში, ტრიბუნებზე უფრო მეტი გულშემატკივრის ყოფნა იქნება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ლოკომოტივმა 3 მწვრთნელი გამოიცვალა და “გრანადას” ძა

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა “გრანადასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გრანადასR...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესპანურ “გრანადასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “გრან...
წაკითხვა