გიორგი კვირიკაშვილი უეფას ახალ პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 29, 2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ახალ პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და UEFA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო 2017 წელს საქართველოში გასამართ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ევროპის ჩემპიონატს.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და ითვალისწინებს – პროფესიული საფეხბურთო კლუბების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიზნობრივ პროექტებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას დამატებით 10 მოედანი შეემატება, რომლის მშენებლობასაც, UEFA-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩაეყარა საფუძველი.

გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდერ ჩეფერინს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი UEFA-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

UEFA-ს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ერთადერთი რამ ქართულ ფეხბურთში, რაც კორონა ვირუსმაც ვერ შეაჩერა!

ბათუმის სტადიონის მშენებელი კომპანია “შპს სტადიონი” დღეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, კორონა ვირუსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა რონალდო და კრიშტიანო რონალდუ ერთმანეთს მოედანზე შეხვდნენ (ვიდეო)

ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ მოთამაშეებს – კრიშტიანო რონალდუსა და ბრაზილიელ რონალდოს ერთმანეთთან მოედანზე შეხვედრა მხოლოდ ერთხელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ბელარუსი ისევ გადაიდო

დღეს უეფას ხელმძღვანელებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, რომელსაც ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვიდეოკონფერენცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” მფლობელი კვლავ ზაალ ჩაჩავაა

ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა სოციალურ ქსელში გუნდში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე დაწერა. “მაშინ, როცა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი: “კლუბებში სიარული არ მიყვარს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული “შტურმის” უპირობო ლიდერია და “შტურმის” ოფიციალურმა ვებ-გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს გურამ კაშია 1 დღეს ამერიკულ თვითიზოლაციაში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ამერიკული “სან-ხოსეს” მცველია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ფედერაციების წარმომადგენლებთან კალენდრის საკითხზე იმსჯელებს

უეფამ ევროპის 55-ივე ფედერაციის გენერალური მდივანი პირველ აპრილს, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ევროპული ფეხბურთის მმართველი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად 30 წლის წინ – საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო (ვიდეო)

ზუსტად 30 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურჯაანში 11 პირი ფეხბურთის თამაშის გამო 33 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებმა 11 პირი დააჯარიმეს, რომლებიც კახეთში, გურჯაანში სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: სოსო ფრუიძე “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელია

“ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თბილისურ გუნდს ამიერიდან სოსო ფრუიძე გაწვრთნის. “ლოკომოტივის” ოფიციალური ვებ-გვერდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ერთობა რონალდინიო ციხეში – ახალი ვიდეო პარაგვაიდან

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გაჰყავს ლეგენდარულ რონალდინიოს დრო პარაგვაის ციხეში. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

4 საუკეთესო ქართული კლუბი ფეხბურთელებს ხელფასებს შეუმცირებს

კორონა ვირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე მსოფლიო წამყვანი გუნდები ფეხბურთელებს ხელფასებს უმცირებენ და მათ რიგებს ქართული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გეგა დიასამიძემ ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა (ვიდეო)

28 მარტს, ბელარუსის ჩემპიონატში “გოროდეიამ” საკუთარ მოედანზე “შახტიორი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართული გუნდები სახელმწიფოსგან თანხას ვეღარ მიიღებენ?

კორონა ვირუსის გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას ძალიან ბევრი ხარჯის შემცირება მოუწევს და შესაძლოა, ქართული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” საქართველოში არა, მაგრამ ბელარუსში თამაშობს

როცა მსოფლიოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია, ბელარუსის ლიგა არ ჩერდება და ალექსანდრე ლუკაშენკო ფეხბურთელებს ჭაჭასა […]...
წაკითხვა