გიორგი ლორია “ანჟიში” მიდის

თარიღი: აგვისტო 18, 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სამარის “კრილია სოვეტოვის” მეკარე გიორგი ლორია კარიერას მახაჩყალის “ანჟიში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას რუსული ინტერნეტპორტალი “ჩემპიონატი” ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მხარეებს შორის კონტრაქტი მომდევნო კვირაში გაფორმდება.

გიორგი ლორია “კრილია სოვეტოვის” რიგებში 2015 წლიდან თამაშობს. ქართველმა მეკარემ ამ ზაფხულს მიუნხენში ოპერაცია გაიკეთა და აღდგენით პროცესს გერმანიაში გადიოდა, რუსულ კლუბს კი აგვისტოს დასაწყისში დაუბრუნდა.

გასულ სეზონში 31 წლის კიპერმა რუსეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაუშვა. როგორც მოგეხსენებათ, “კრილია სოვეტოვი” შარშან პრემიერლიგიდან გავარდა, “ანჟი” კი რუსეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ “ანჟიმ” ამ ზაფხულს ჯაბა ლიპარტიას სახით ერთი ქართველი ფეხბურთელი უკვე დაიმატა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 აგვისტო

იკარდი “ნაპოლის” უახლოვდება მაურო იკარდი ჯერ კიდევ “ინტერის” ფეხბურთელია, მაგრამ ცნობილია, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ფრანგმა ლიდერმა დატოვა

თბილისის “საბურთალო” ფრანგმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. გონსალვეში სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა კლუბს. “მადლობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?

ეროვნული ლიგის 2 გამორჩეული გუნდი, თბილისის “დინამო” და თბილისის “საბურთალო” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ჯიღაურის დუბლით იმარჯვა, “რუსთავმ

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მე-2 დღის შეხვედრები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის “დინამომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 აგვისტო

მესუთ იოზილი MLS-ში? Daily Star-ის ცნობით, “არსენალის” ნახევარმცველის, მესუთ იოზილის წარმომადგენლები ვაშინგტონში ჩავიდნენ, სადაც “დი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” “დინამოდან” ახალგაზრდა ფეხბურთელი წაიყვანა

თბილისის “დინამოს” 19 წლის ნახევარმცველი, ბექა დარცმელია კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს. დარცმელია 2017 წლიდან ირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალვერდე: “კოუტინიოს წასვლა უნდოდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, გუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: კოუტინიო “ბაიერნში” ითამაშებს

მიუნხენის “ბაიერნმა” და კატალონიის “ბარსელონამ” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, ამ ინფორმაციას...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 აგვისტო

ლოვრენის “რომაში” ტრანსფერი არ შედგება Goal.Com-ის ცნობით, დეიან ლოვრენის “რომაში” ტრანსფერი აღარ შედგება. იტალიურ კლუბს [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისტორიული ფაქტი საქართველოს ეროვნულ ლიგაში – მსაჯმა ყვითელი ბარათი მწვრთნელს უჩვენა

16 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში “ლოკომოტივსა” და “ვიტ ჯორჯიას” შორის გამართულ მატჩში (1:1) ისტორიული ფაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაციოს” ერთ-ერთი პრიორიტეტი რომან იარემჩუკის ტრანსფერია

რომის “ლაციოს” ხელმძღვანელებმა გუნდის შეტევის გაძლიერება “გენტის” ახალგაზრდა და ტანმაღალი თავდამსხმელის, რომან იარემჩუკის ტრან...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” პრეზიდენტი: “ხვალ უეფას შესაბამის ორგანოებს ოფიციალურად მივ

“საბურთალოს” პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ კლუბი უეფას შესაბამის ორგანოებს მიმართავს, რათა უკრაინული ვებ-გვერდის მიერ [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელია: “თბილისის “დინამოდან” მივდივარ”

თბილისის “დინამოს” ლიდერმა, ლევან შენგელიამ გუნდის ევროპა ლიგაზე გამოსვლა შეაფასა და მის ტრანსფერზე ისაუბრა. “რთული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომან ფიფია: “ლევან შენგელია ჩვენთან შეთანხმების გარეშე არ წავა”

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ გუნდის ლიდერის, ლევან შენგელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. “ლევან შენგელია ჩვენთან [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პასუხი ალეკო ელისაშვილსა და ანა დოლიძეს

14 აგვისტოს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “არარატ-არმე...
წაკითხვა