გიორგი ლორია – მეკარე, რომელიც ჟოზე მოურინიოს სურდა, უკლუბოდ დარჩება?
საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორია ზაფხულის შემდეგ უკლუბოდაა და ჯერჯერობით არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ სად აღმოჩნდება ლორია.
გავრცელებული ინფორმაციით, ლორიას ყახაზურ “ტობოლში” უნდა გაეგრძელებინა კარიერა, თუმცა 1 კვირაა ამ თემაზე არცერთ გამოცემას აღარ დაუწერია და ყაზახეთში ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესებას აპირებენ, რაც ლორის ტრანსფერს კიდევ უფრო აფერხებს. “ტობოლში” ქართველი ფეხბურთელები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ.
დღეს Azerifootball აღნიშნავდა, რომ ჩვენებური კარგად მოერგებოდა ნებისმიერ აზერბაიჯანულ კლუბს, თუმცა კონკრეტულად რომელიმე გუნდის დაინტერესებაზე საუბარი არ ყოფილა.
საქართველოში თუ ეროვნული ლიგის სიტუაციას გადავხედავთ, მხოლოდ თბილისის “ლოკომოტივს” სჭირდება მეკარე, რადგან გამოცდილმა რევაზ თევდორაძემ “ლოკო” დატოვა და დღეს რკინიგზელებს ლუკა შეროზია იცავთ. “დინამომ” მოლდოველ სტეფან სიკაჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, ხოლო, “საბურთალომ” უკრაინელი გოლკიპერი და ომარ მიგინეიშვილი დაიმატა.
33 წლის ლორია 9 წელი “დინამოში” თამაშობდა, იყო “ოფის”, “ოლიმპიაკოსის”, “ანჟისა” და ბოლოს “კრილიას” წევრი. მისით რამდენიმე წლის წინ ლონდონის “ჩელსი” და პირადად ჟოზე მოურინიოც კი ინტერესდებოდა.