გიორგი ლორია “სპარტაკის” განადგურების შემდეგ: “ვპროგრესირებთ, რაც ძალიან მახარებს”
რუსეთის პრემიერ ლიგის ლიდერის, “სპარტაკის” განადგურების (4:0) შემდეგ, “კრილია სოვეტოვის” ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ პრესასთან ისაუბრა.
“სპარტაკი” – დიდებული გუნდია. მათ არაერთხელ შეძლეს ჩემს კართან სახიფათო მომენტის შექმნა. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი მატჩი მქონდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მომწონს, როდესაც მეტოქე მაწვება.
რატომ გამოდის, რომ “სპარტაკთან” ყოველთვის კარგად ვთამაშობ? ასეც ვერ ვიტყვით. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ არის მეტოქე, მთავარია გოლის არგაშვება. უბრალოდ, ბოლო დროს “კრილიამ” გოლების გატანა დაიწყო, შეტევაში უფრო აქტიურობს. მწვრთნელმა გუნდში ახალი ფილოსოფიის დამკვიდრება დაიწყო.
ადრე უბრალოდ ვცდილობდით, გოლი არ გაგვეშვა, ახლა კი ჩვენი მიზანი გოლების გატანაა – რაც მუშაობს, ეს კი მახარებს.” – განაცხადა ქართველმა მეკარემ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის 16 ტურის შემდეგ, “კრილია” 14 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს კი გიორგი ლორიას გუნდი თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარის” წინააღმდეგ გამართავს.