გიორგი ლორიას გუნდი უმწვრთნელოდ დარჩა
საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას გუნდი „ოლიმპიაკოსი“ თავკაცის გარეშე დარჩა. კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვიტორ პერეირას გათავისუფლება გადაწყვიტა.
ცნობისთვის, პორტუგალიელი სპეციალისტი საბერძნეთის მოქმედ ჩემპიონს სათავეში იანვარში ჩაუდგა.
ჯერჯერობით პერეირას შესაძლო შემცვლელთა ვინაობა არ სახელდება.