გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 21, 2017

20 იანვარს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში “პასუშ დე ფერეირამ” საკუთარ მოედანზე გიორგი მაკარიძის “მორეირენსე” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ტრადიციულად, ქართველი მეკარე სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ ეს შეხვედრა “მორეირენსემ” გაშვებული გოლის გარეშე ჩაამთავრა. მაკარიძემ 67-ე წუთზე პედრინიო მორეირას პენალტი არ გაატანინა.

ამ გამარჯვების შემდეგ, პორტუგალიის 18-გუნდიან ჩემპიონატში “მორეირენსე” მე-13 პოზიციას იკავებს.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები