გიორგი მერებაშვილი ბათუმის “დინამოში” გადავა?
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური “ვისლას” შემტევი, გიორგი მერებაშვილი, შესაძლოა, საქართველოში დაბრუნდეს და ბათუმის “დინამოს” შეუერთდეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერებაშვილი საქართველოში გადასვლას განიხილავს, საუბარი იყო ყაზახურ ვარიანტზეც, თუმცა “დინამო” მის გადაბირებას აქტიურად ცდილობს.
მერებას “ვისლა” გასავარდნ ზონაშია და დიდი შანსია, გუნდი მე-2 ლიგაში დაქვეითდეს.
“ვერც ვუარვყოფ და ვერც დავადასტურებ” – განაცხადა ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ თბილისის “დინამოს” 3-2 დამარცხების შემდეგ გიორგის ტრანსფერთან დაკავშირებით.
32 წლის მერებაშვილმა კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო და 7 წელიწადში 204 მატჩში 61-ჯერ გამოიჩინა თავი. თამაშობდა სერბულ “ვოივოდინაში”, საბერძნეთში – “ოფიში”, “ვერიაში” და “ლევადიაკოსში”, 2016 წლიდან კი “ვისლას” ღირსებას იცავს.
საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი, გიორგი ნავალოვსკი სეზონის დასაწყისში ეროვნულ ლიგას “დინამოში” დაუბრუნდა.