გიორგი ნავალოვსკი ბათუმის “დინამოში” ითამაშებს
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გიორგი ნავალოვსკი ამიერიდან ბათუმის “დინამოს” ღირსებას დაიცავს.
ფეხბურთელმა და კლუბმა შეთანხმებას მიაღწიეს, დღეს კი კონტრაქტის ბოლო დეტალები თანხმდება. ტრანსფერი ხვალ გაოფიციალურდება.
ნავალოვსკის სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოში”, რუსთავის “მეტალურგში”, “ანჟიში”, “ხიმკიში” და გორის “დილაში” უთამაშია. მისი ბოლო კლუბი მინსკის “დინამო” იყო.