გიორგი ნიჟარაძე ევროპული რაგბის მომავალ გეგმებზე და 2017 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

თარიღი: ივნისი 20, 2014

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე ხორვატიის ქალაქ სპლიტში იმყოფება, სადაც 18-23 ივნისის ჩათვლით ტარდება ფირა-აერის კონგრესი. გამომდინარე განსახილველი საკითხებიდან, აღნიშული კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ RUGBY.GE გიორგი ნიჟარაძეს სპლიტში დაუკავშირდა:

ფირა აერის მომავალი და ევროპის საკლუბო ტურნირები

„გამომდინარე იმ საკითხებიდან, რომლებიც უნდა განვიხილოთ, ეს კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პირველი და უმთავრესი იქნება ის, რომ ალბათ ჩვენ შევცვლით თვითონ ამ ორგანიზაციის სახელს. ყველასთვის ცხადია, რომ ფირა-აერი არის მოუქნელი და არაფრის მთქმელი სახელწოდება და შესაბამისად ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის რაგბის ევროპულ ფედერაციას. მეორე საკითხი რაზეც ვიმსჯელებთ, არის ის, რომ ევროპული ფედერაცია უნდა იყოს რეალურად ევროპული ფედერაცია ყველასთვის, მათ შორის 6 ერისთვის და არა მარტო პირველი ექვსი ერის ქვემოთ მყოფი ქვეყნებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიული მომენტია. ცხადია, იქნება  ცხარე დებატები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ და ევროპული ფედერაცია სრულიად ახალი სახით, ახალი სახელით, პოლიტიკითა და დებულებით წარდგება ამ კონგრესის ბოლოს – მე ამის დიდი იმედი მაქვს.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხი რასაც ამ კონგერსზე განვიხილავთ, არის ევროპული საკლუბო ტურნირების რეორგანიზაცია და საქართველოსთვის, რუმინეთისთვის, რუსეთისთვის და პორტუგალიისთვის ამ ტურნირებში მონაწილეობისთვის ახალი შანსის გაჩენა. ჯერ ამ თემაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, ვინაიდან იქნება განხილვები და დისკუსიები, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მეორე დონის ტურნირი (ჩელენჯ კაპი) ახალი ფორმატით ჩატარდება და მასში ფირას ორი ქვეყნის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. დისკუსია გაიმართება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს საკვალიფიკაციო ტურნირი, რა პრინციპით, ვინ მიიღებს მონაწილეობას და ასე შემდეგ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ მონაწილეობას ამ შესარჩევში. ალბათ გულშემატკივარს ესმის, რომ ქართულ კლუბებს პრაქტიკულად არ გააჩნიათ ამ ტურნირში მონაწილეობის ფინანასური საშუალება. განვმეორდები და ვიტყვი, რომ კვალიფიკაციის გავლის შემთხვევაში კლუბს შემდეგ რვა თამაში ექნება ჩასატარებელი და ეს სადღაც 300 ათასი ევრო დაჯდება, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი – ამ შეჯიბრის დებულება იძლევა რეგიონის ან ქალაქის ნაკრებით წარდგენის შესაძლებლობას. არა ქვეყნის კლუბების ნაკრებით, არამედ რეგიონის. შესაბამისად, რადგან წელს ქვეყნის ჩემპიონია თბილისური კლუბი, ეს იქნება თბილისის ან აღმოსავლეთის ნაკრები. ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ.

განიხილება კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, ძალიან დაძაბული სამუშაო გრაფიკია და იმედია, რომ 22 ივნის ბევრი რამ იქნება უკვე ცხადი თუ საით მიდის ევროპული რაგბი და რა შანსები და სარგებელი  გაუჩნდება ამით საქართველოს.“

JWC2017-ის საქართველოში გამართვის განაცხადი

17 ივნისს ჩატარდა მთავრობის სხდომა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მინისტრათა კაბინეტს საქართველოს რაგბის კავშირმა წარუდგინა  2017 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში გამართვისათვის გასაკეთებელი განაცხადის შესახებ პრეზენტაცია. ამასთან დაკაშირებით გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა შემდეგი:

„ამ საკითხზე მუშაობა ჩვენ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. ეს იდეა გუშინ არ დაბადებულა.  ცხადია რაგბის საერთაშორისო საბჭოსთან შევამოწმეთ ჩვენი შესაძლებლობები. ამის შემდეგ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ სპორტის სამინისტროსთან, პირადად მინისტრთან ბატონ ლევან ყიფიანთან და მის მოადგილესთან ბატონ აკაკი ლოდიასთან და მხოლოდ ამის შემდეგ გავიტანეთ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე სადაც გავაკეთეთ შესაბამისი პრეზენტაცია, რომელიც ორ ნაწილად დავყავით.

პირველი ნაწილი ეძღვნებოდა 2015  წელს ინგლისში გასამართ რაგბის მსოფლიო თასს.  მთავრობას შევთავაზეთ იდეა, რომ ინგლისში გასამართი მსოფლიო თასი გამოგვეყენებინა,  როგორც საქართველოს წარმოჩენის საუკეთესო საშუალება. მოგეხსენებათ, რომ რაგბის მსოფლიო თასი სპორტულ სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მესამე მოვლენაა ოლიპიადისა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ინგლისი თავისთავად არის შესანიშნავი ადგილი იმისთვის, რომ წარმოვაჩინოთ ზოგადად ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ღვინო (რაც ჩვენის აზრით ძალზედ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვეძებთ ახალ ბაზრებს ქართული ღვინისთვის, ხოლო ინგლისი ზოგადად და კერძოდ ლონდონი არის ღვინის დაგემოვნების და ღვინის სამყაროში მოდის დამკვიდრების ერთერთი მსოფლიო ლიდერი). ეს შეთავაზება მთავრობამ ძალიან კარგად მიიღო და უახლოეს მომავალში შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ინგლისის მსოფლიო თასის დროს იქ იქნება გახსნილი ქართული სახლი და ქვეყანა იქნება წარმოჩენილი მაქსიმალურად ეფექტურად.

მეორე ნაწილი ეხებოდა უშუალოდ 2017 წლის 20-წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების იდეას. ჩვენ დავუსაბუთეთ მინისტრტთა კაბინეტს თუ რას მოუტანს ეს ქვეყანას, რა არის რაგბის საერთაშორისო საბჭოს კონტრიბუცია, მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებები. ეს ყველაფერი გავიარეთ ციფრებში, ფინანსებში და სრული მხარდაჭერა მივიღეთ ბატონ პრემიერ-მინისტრისგან და კაბინეტის წევრებისგან. იქვე გადაწყდა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამ განაცხადს და გულშემატკივრებს მინდა მოვახსენო, რომ ეს განაცხადი გაკეთდა.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება მასპინძლობის შესახებ უნდა მიეღო 2015 წლის მაისში. საქართველოს რაგბის კავშირზე გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ეწერა, რომ ირბ გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ თუ საქართველო მიიღებს მასპინძლობის ტენდერში მონაწილეობას, მას ექნება გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები განსახორციელებელი და ამისთვის, ქვეყანას მეტი დრო დასჭირდება და შესაბამისად რაგბის საერთაშორისო საბჭო მზად არის 2015 წლის მაისის ნაცვლად ეს გადაწყვეტილება მიიღოს 2014 წლის ნოემბერში. ამ წერილიდან დაკვირვებული გულშემატკივარი ადვილად ამოიკითხავს ირბ-ს კეთილგანწყობას ამ უდიდესი სპორტული ტურნირის საქართველოში ჩატარების მიმართ.

შემდეგ ეტაპზე გვმართებს ძალიან სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ   გავწეროთ მთელი გეგმა – რას ვაპირებთ, რა გვჭირდება იმისთვის, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭომ ჩვენ დაგვიჭიროს მხარი. ვფიქრობთ, რომ ძირითადი ფული უნდა ჩაიდოს დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნაში, ანუ უნდა აშენდეს დამატებითი სავარჯიშო მოედნები და სხვა. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ თბილისის გარდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლოს  ქუთაისმაც და საამისოდ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს რაგბის საერთაშორისო საბჭო

იმ შემთხვევაში თუ საქართველო მოიპოვებს ამ ტურნირის ჩატარების უფლებას, ეს უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ ქვეყანაში რაგბის განვითარებისთის, არამედ ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის. უდავო იქნება ხელშესახები სარგებელიც. მაგალითად თუ სწორედ წავრმართეთ მარკეტინგული პროგრამა, ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მსგავსი შეჯიბრისთვის ტურისტების რეკორდული ოდენობა მოვიზიდოთ ქვეყანაში. ამისთვის სლოგანიც მოვიფიქრეთ: „საქართველო – ღვინის სამშობლო, სადაც რაგბს თამაშობენ“/”Georgia – Cradle of Wine & Rugby Country”მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებით ამ ორი-სამი წლის განმავლობაში შეგვეძლება ძალიან ბევრი რამის გაკეთება საიმისოდ, რომ  მომავალში ვიყოთ მზად ამ დონის შეჯიბრების ჩასატარებლად. ჩვენ შეგვიძლია დავუტოვოთ ქვეყანას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა და ბევრი რამ სხვა სფეროებიდან. მაგალითად ქვეყანაში  გავქვს ერთი ან საუკეთესო შემთხვევაში ორი მოძრავი სატელევიზიო სადგური, ე.წ „პე ტე ეს-ი“, რითაც ხდება მასშტაბური სპორტული და დიდი ღონისძიებების გადაცემა პირდაპირ ეთერში. ცხადია, რომ ამ ოდენობის სადგური ვერ უზრუნველყოფს მსოფლიო ჩემპიონატის ტელეგაშუქებას. შესაბამისად უნდა ვიყიდოთ სამი ან ოთხი ასეთი სადგური, რომელიც შემდეგ დარჩება ქვეყანას. ან მაგალითად ისეთი მტკინვეული საკითხის გადაწყვეტა, როგორიც არის ვიდეო რეფერის პროგრამა. იმედია საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოუყოფენ შესაბამის თანხებს მსგავსი პროგრამის შესაძენად.

სტადიონების საკითხიც დგას. ამ წუთისთვის არსებობს ორი სტადიონი – დინამო არენა და მესხის სტადიონი. თუ ქუთაისის ჩართვაც გამოგვივა, იქ ჩვენი 5 ათასიანი სტადიონი გვექნება უკვე იმ დროისთის. ასაშენებელი იქნება სავარჯიშო მოედნები, არა სტადიონები, არამედ მოედნები. ადგილი უკვე შერჩეულია სადაც ამის გაკეთებას შევძლებთ. მე მოედნების კონკრეტული ოდენობის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ეს იქნება მარტივი ინფრასტრუქტურის მოედნები საშხაპეებით და გასახდელებით. ჩემპიონატის შემდეგ ეს მოედნები მოემსახურება ჩვენს კლუბებს და სპორტულ სკოლებს.

კვლავ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სრული მხარდაჭერისთვის. ახლა არის ბევრი შრომა საჭირო, ბიუჯეტის დაზუსტება და დეტალების გავლა, მოგეხსენებათ ეშმაკი დეტალებშია. ალბათ მალე ჩამოვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს ტურნირებისა და საშეჯიბრო კომიტეტის მენეჯერი და ამ ყველაფრის გავლის შემდეგ იმედია, რომ ნოემბერში წარვდგებით სერიოზული გეგმით და პრეზენტაციით.  პირადად მე ბევრი სამუშაო მექნება რაგბის საერთაშორისო საბჭოს თითოეულ წევრთან, რათა დავარწმუნო ისინი იმაში, რომ მხარი დაგვიჭირონ.

ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივრებიც მხარში დაგვიდგებიან. ამ დონის შეჯიბრის ორგანიზებაში და ჩატარებაში მთელი ქვეყანა უნდა იყოს ჩართული და მჯერა, რომ იმ შემთხვევაში თუ ირბ მიიღებს გადაწყვეტილებას, ყველანი ერთად მოვახერხებთ, იმას, რომ ეს ტურნირი მის ისტორიაში საუკეთესო გახდეს.“

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა