გიორგი პაპიაშვილი: “ბევრი ახალი პროექტი მაქვს გეგმაში”

თარიღი: აგვისტო 19, 2014

როგორც გაცნობეთ, ცოტა ხნის წინ ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტის პოსტი ბატონმა გიორგი პაპიაშვილმა დაიკავა. იგი ჩვენი საიტის რესპონდენტად აღმასრულებელი დირექტორის სტატუსით დღემდე არაერთხელ ყოფილა, ამჯერად კი მას, როგორც კლუბის პირველ პირს, ისე დავუსვით რამდენიმე, ვფიქრობთ, საინტერესო შეკითხვა…

– ბატონო გიორგი, პირველ რიგში, გილოცავთ პრეზიდენტად დანიშვნას და თუ შეიძლება გვითხარით, რამ განაპირობა „ტორპედოს“ სპონსორად „ვისოლის“ დაბრუნება?

– მადლობას მოგახსენებთ მოლოცვლისათვის. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ლევანსა და სოსო ფხაკაძეებს ამხელა ნდობისთვის, რაც მათ მე გამომიცხადეს. შეიძლება, გასული 4 წლის განმავლობაში „ტორპედოში“ შექმნილ ვითარებას უფრო მეტად მე ვუყურებდი და აღვიქვამდი, სწორედ ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ ჩემი პრეზიდენტად დანიშვნა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ყოველი გადაწყვეტილება იქნება ერთპიროვნული. მე ყოველთვის გუნდურად ვიმუშავებ. ნებისმიერ ადამიანს შევხვდები და საღ აზრს მოვისმენ მისგან.

პრინციპში, ჩვენ იანვრის შემდეგაც არ მიგვიტოვებია კლუბი და როგორც სპორტული, ასევე ადმინისტრაციული სამუშაო კუთხით პრობლემები არ ყოფილა, შესაბამისად, გუნდმაც ღირსეულად ჩაამთავრა ჩემპიონატი.

ამჟამინდელი მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ ის ხარვეზები, რომლებზეც იყო საუბარი, აბსულუტურად აღმოფხვრილია და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ისევე სათანადოდ მიექცევა ყურადღება, როგორც აქამდე ხდებოდა ჩვენი „ტორპედოში“ მოსვლის დღიდან. ისე, რომ არავინ უკმაყოფილო არ დარჩეს. უახლოეს პერიოდში ახალი ეკიპირებაც ექნება გუნდს. აქტიურად მუშაობენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არანაირი პრობლემა არ შეექმნას.

– გამოდის, რომ „ვისოლის“ დამოკიდებულება „ტორპედოს“ მიმართ არ შეცვლილა…

– ნამდვილად ასეა. დიდ მადლობას ასევე ჩვენს გულშემატკივრებს ვეუბნები, წინა წლებიდან მოყოლებული ჩვენ საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს და შევხვდებით კიდეც. ერთადერთი ჩვენ უერთიერთპატივისცემის გარდა „ტორპედო“ ქუთაისი გვაერთიანებს. გულახდილად გეუბნებით, ამ ხალხს ქუთაისი ძალიან მაგრად უყვარს. მათთვის დომინანტი „ტორპედოა“ და ვინც ამ კლუბში თავის საქმეს პატიოსნად გააკეთებს, ის ყოველთვის დაფასებული იქნება.

– როგორ აპირებთ კლუბის განვითარებას?

– შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ახალი პროექტი მაქვს გეგმაში, ერთ-ერთია საერთაშორისო ურთიერთობები, რათა ჩვენ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ქართულ გუნდებთან ასპარეზობით, არამედ ახლო მეზობელი ქვეყნების საფეხბურთო კლუბებთანაც გვქონდეს მეგობრული დამოკიდებულება. ამის საფუძველზე, გაიმართება ამხანაგური თამაშებიც. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ და თანდათან უფრო მეტად განვავითაროთ კლუბი. ამის ხელშეწყობა ხდება სპორტული მხარის მიერ. თუ გუნდი კარგ შედეგებს აჩვენებს, მეტი მოტივაციაც გაგაჩნია და შედარებით უფრო მარტივია ამა თუ იმ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბება. გახსოვთ მგონი, ერთი პერიოდი ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა თურქულ „ტრაბზონსპორთან“, ეს გამოიწვია ნელ-ნელა წინ გადადგმულმა ნაბიჯებმა.

– ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით გკითხავთ, რა ვადისაა ისინი?

– მოქმედი კონტრაქტები გაფორმებულია ახალ წლამდე, შესაბამისად, მომავალი 4 თვე უფრო დაგვანახებს თუ როგორ შეიძლება განვითარდეთ და რაში შეიძლება უფრო მეტი თანხის ჩადება. გასულმა 4-მა წელმა ჩვენ ნათლად დაგვანახა, რომ ფეხბურთს სჭირდება ძალიან დიდი დახმარება, საკმაოდ სოლიდური ფინანსები, რომლის არქონის შემთხვევაში მივიღებთ იმას, რომ გუნდი არ იქნება, ამიტომ ყველაფრის საწყისი არის ურთიერთთანამშრომლობა.

ჩვენ კლუბის თითოეულ წევრთან გავაფორმეთ კონტრაქტები, რომლებშიც გაწერილია დეტალურად თუ რა ვალდებულებას იღებს კლუბი მათ წინაშე და ვფიქრობთ, ერთი კითხვის ნიშანიც არ გაჩნდება მათი მხრიდან. ასე რომ, ამ ეტაპზე ის უპირველესი რამ, რაც გუნდისთვისაა საჭირო, ჩათვალეთ რომ წესრიგშია, დანარჩენი უკვე ფეხბურთელებზეა დამოკიდებული თუ როგორ მოახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას. ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ და „ტორპედო“ ქუთაისი ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– სხვა საკადრო ცვლილება ხომ არ მომხდარა კლუბის ხელძღვანელობაში?

– ძირეული ცვლილებები არ მომხდარა კლუბში. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებსაც მე შევითავსებ. როგორც წინა სეზონში, დირექტორის მოადგილე იქნება დავით ფრუიძე, გუნდის უფროსი კი რამაზ ჩხიკვაძე. გვყავს სტადიონის ახალი დირექტორი – გიგა ჩუბინიძე, რომელიც აქამდე ჩვენი ტექნიკური მენეჯერი გახლდათ. სპორტული მხარე კი უკვე ცნობილია.

– „ტორპედოს“ საშინაო მატჩებზე დასწრება უფასო იქნება, ეს გადაწყვეტილებაც კეთილი ნების გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს?

– ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, სტადიონზე მოვიდეს ხალხი, რეალურად ნახოს თუ რას წარმოადგენს „ტორპედო“ ქუთაისი, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება.

თუმცა ბილეთების გაყიდვაც არავინ არ უნდა გაიგოს ისე, რომ ეს არის თითქოს თანხის მოზიდვის საშუალება, უბრალოდ, ეს არის წესი, როდესაც უყურებ სანახაობას, განსაზღვრული თანხა უნდა გადაიხადო, თუნდაც მიზერული.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

– მადლობთ. ბოლოს, მინდა ყველას მივულოცო ჩემპიონატის დაწყება. იმედი მაქვს, რომ ეს პირველობა იქნება საინტერესო და დაძაბული. წინასწარ ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. მინდა ფეხბურთის ყველა სპეციალისტმა თუ გულშემატკივარმა იცოდეს, რომ „ტორპედო“ ქუთაისი ყოველთვის მზადაა ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმე გააკეთოს.

FCTorpedo.Ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პანდემია “ჯენოაში”: 14 კოვიდინფიცირებული

“ჯენოაში” დღევანდელი კოვიდშემოწმების შემდეგ 14 ტესტზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა. ინფიცირებულნი არიან როგორც ფეხბურთელები, ასევე კლუბის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამიდან სამი! “ლივერპულმა” ლონდონის “არსენალი” დაამარცხა (ვიდეო)

ბრიტანული პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის მესამე ტური იურგენ კლოპის “ლივერპულისა” და მიკელ არტეტას “არსენალს” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურიკო ხვიჩაზე: “ის ქართველი მესია”

“ვოლგოგრადის “როტორის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ერედივიზიის კლუბმა სექს-მაღაზია დაისპონსორა (+18)

ყველა საფეხბურთო კლუბს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბობოლა კომპანიასთან გააფორმოს სასპონსორო ხელშეკრულება. ერთ-ერთი მათგანი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” კროოსი გამოაკლდა

გასულ უქმეებზე მადრიდის “რეალმა” მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ჩაიწერა, თუმცა წარმატება დანაკარგის გარეშე არ მიღწეულა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისის” განცხადება

საფეხბურთო კლუბი “დინამო თბილისი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრინს-ბოატენგი ბერლუსკონის კლუბში გადავიდა

კევინ პრინს-ბოატენგი “ფიორენტინადან” “მონცაში” გადავიდა. 33 წლის განელმა ფეხბურთელმა სერია B-ს ბინადარ კლუბთან ერთწლიანი შრომი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისმა ბელარუსთან მატჩისათვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელი გოგონა კომიდან ტოტის ხმის გაგონების შემდეგ გამოვიდა

რომის “ლაციოს” ქალთა გუნდის ფეხბურთელი ილენია მატილი კომიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ფრანჩესკო ტოტის ხმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაფაელმა ლუი ვან გაალი მკაცრად გააკრიტიკა

The Athletic რაფაელის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ბრაზილიელი მცველი ნიდერლანდელ ლუი ვან გაალს მკაცრად აკრიტიკებს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანმა ანსუ ფატის სუსტი წერტილი დაასახელა

ესპანური ლა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებაში “ბარსელონა” წარმატებულად ჩაერთო. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” საშინაო შეხვედრაში ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის ფინტი “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

Neymar pulling out all the tricks tonight. 🎩 pic.twitter.com/wxzOtWMQdh — Regista (@Regista) September 27, 2020 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს მეორე გოლი “რომას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Cristiano Ronaldo subiu no 4° andar pra marcar o segundo dele na partida. […]...
წაკითხვა