გიორგი პაპუნაშვილი: “დღეს ჩემმა ესპანელმა მეგობრებმა გაიგეს და მეკითხებოდნენ…”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “სარაგოსას” შემტევმა, გიორგი პაპუნაშვილმა სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.
პაპუნაშვილი გუშინ სუსის მიერ გამოვლენილ მატჩების გაყიდვის სქემას გამოეხმაურა.
“ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტია როდესაც ფეხბურთელი ყიდის იმას რისთვისაც ბავშვობიდან შრომობდა, თავის თავის გარდა ყიდის თანაგუნდელს და გულშემატკივარს, დღეს ჩემმა ესპანელმა გუნდელებმა ჩემზე ადრე გაიგეს ეს იმფორმაცია და მეკითხებოდნენ თუ რა ხდებოდა საქართველოში,ვერაფერი ვუთხარი. ერთმნიშვნელოვნად ამაზრზენია ყველა ვინც გარეულია ამ საქმეში, მთავარია ის ხალხი გამოვლინდეს ვინც ამას სათავეებში უდგას!”, – დაწერა გიორგიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ვიტ ჯორჯიას” 5 და “გურიას” 2 ფეხბურთელი დააკავა თამაშების ჩაწყობის ფაქტზე.