გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა” ლა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 42-ტურიანი ჩემპიონატი ორ ივნისს დასრულდა. ჩემპიონატმა უკვე გამოავლინა ის გუნდები, რომლებიც მომდევნო სეზონს ლა ლიგაში გაატარებენ – საუბარია “რაიო ვალენკანოსა” და “უესკაზე”.
მესამე გუნდის ვინაობის გასარკვევად, რომელიც ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში იქნება დაწინაურებული, “სარაგოსა”, “ხიხონი”, “ვალიადოლიდი” და “ნუმანცია” პლეი-ოფის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.
6-10 ივნისს გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა” “ნუმანსიას” დაუპირისპირდება, “ვალიადოლიდი” კი “სპორტინგთან” გამოცდის ძალებს. ამ წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს პლეი-ოფის ფინალში შეერკინებიან (13 და 16 ივნისს).
“ნუმანსიამ” ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა (65 ქულა) და 6 ქულით ჩამორჩა “სარაგოსას”. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო ორი მატჩიდან ორივე ქართველის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.