გიორგი პაპუნაშვილმა “ვერდერი” დატოვა
ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი პაპუნაშვილმა ბრემენის “ვერდერი” დატოვა.
გუშინ პაპუნაშვილის უკვე ყოფილმა თანაგუნდელმა, გამბიელმა ოუსმან მანემ სოციალურ ქსელ Instagram-ში გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
“სამწუხაროა, რომ ასეთ ბრწყინვალე ფეხბურთელთან და კარგ ადამიანთან დამშვიდობება მიწევს. შენს კარიერაში წარმატებებს გისურვებ. ჩვენ ნამდვილად მოგვენატრები”, – წერს მანე.
შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი “ვერდერში” თბილისის “დინამოდან” იყო განათხოვრებული.