გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა

თარიღი: ივლისი 17, 2019

ქართველი არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ამიერიდან მას საშუალება ექნება საკლუბო და სანაკრებო დონეზე მაღალი დონის მატჩები განსაჯოს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

გიორგი ყრუაშვილმა სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო და 34 წლის ქართველმა არბიტრმა, განახლებული სტატუსით უკვე იმსაჯა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაზე ფინურ “ჰიკსა” და ფარერის კუნძულების ჩემპიონ “ჰავნარს” შორის.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა:

“ფიფას არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი სამსაჯო კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა. პირველ რიგში, მივულოცავ მას ამ წარმატებას. ეს დაწინაურება გიორგის საშუალებას მისცემს, რომ მომავალში უფრო მნიშვნელოვანი და მაღალი დონის შეხვედრები განსაჯოს. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაა მისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მასთან ერთად მთლიანად მსაჯთა კორპუსის წარმატებაა და დამწყები მსაჯებისთვის უდიდეს მოტივაციას წარმოადგენს.” – განაცხადა დავით მუჯირმა.

ქართველი არბიტრის წარმატებასთან ერთად სფფ-ის გენერალურმა მდივანმა მსაჯთა კორპუსის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა:

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომ განავითაროს მსაჯთა კორპუსი და ხელი შეუწყოს მსაჯთა განვითარებას. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი საგანმანათლებლო პროექტი “მსაჯთა აკდემიაა”, რომლის ფარგლებში უკვე სამი კურსი გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობაში ამ პროექტმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ბოლომდე შევუწყობთ ხელს, როგორც ამას ეროვნული და ფიფას კატეგორიის არბიტრების შემთხვევაში ვაკეთებთ. ბოლო წლებში ჩვენ მათ ყველა ის განახლებული საკომუნიკაციო საშუალება შევუძინეთ, რომელიც მატჩის სრულყოფილად განსასჯელადაა საჭირო. ამასთან ერთად შევიძინეთ სპეციალური ატრიბუტიკა, რომელიც მსაჯების ფიზიკურად მომაზდებისთვისაა საჭირო.”

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებას ახალი ტექნიკური პარტნიორი ეყოლება. ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ ქართველი მსაჯები Umbro-ს სპორტული ეკიპირებით შეიმოსებიან.

“სასიხარულოა, რომ Umbro-ს სახით ახალი პარტნიორი გვყავს. ფეხბურთის ფედერაციამ 200-მდე არბიტრისთვის განახლებული ეკიპირება შეიძინა, რომელსაც მსაჯთა კორპუსი ეროვნული ლიგის შესვენების დასრულების შემდეგ გამოიყენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში და სფფ-ის ეგიდით გამართულ ყველა სხვა ტურნირზე მსაჯები ერთიანი ეკიპირებით იქნებიან წარმოდგენილი. ჩემი მხრივ, განახლებულ სეზონში წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს როგორც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში, ისე საერთაშორისო დონეზე გამართულ შეხვედრებში.” – აღნიშნა დავით მუჯირმა.

GFF



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვინ დასახელდა “ნაპოლის” საუკეთესო მოთამაშედ?

“ნაპოლიმ” “ვერონა” 2-5 გაანადგურა და მოგებაში დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საგოლე პასი (ვიდეო)

ხვიჩამ გოლს საგოლე პასიც მიუმატა. Serie A 🇮🇹 Gol de Napoli 3-2 Piotr Zielinski ⚽🇵🇱pic.twitter.com/YVqGnskeRA […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩ კვარაცხელიას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. Solo le tomó 37 minutos a Hirving Lozano […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპემ მესის მხარი გაჰკრა, ნეიმარს წაეჩხუბა (ვიდეო)

როგორც ჩანს, “პსჟ”-ს “სპორტული დირექტორი” კილიან მბაპე გუნდში კონტროლის აღებას ცდილობს და “მონპელიესთან” 5-2 მოგებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერი” რონალდოს გაგდებას აპირებს

The Sun-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” გუნდიდან კრიშტიანო რონალდოს გაგდებას აპირებს. პრემიერ ლიგაში პირველი 2 წაგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ბათუმის “დინამოში”? გუნდი სრულიად იცვლება

გუშინ ბათუმის “დინამომ” ეროვნულ ლიგაში გორის “დილა” სტუმრად 0-1 დაამარცხა. შეხვედრა ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, ბათუმელები ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ყატარში წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა. “ყველაზე ძლიერებად ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თორნიკე ოქრიაშვილის მორიგი ღირსეული საქციელი

საფეხბურთო აკადემიამ “უქიმერიონი თბილისი” განცხადება გაავრცელა. აკადემიას ბოლო დროს ფინანსური პრობლემები აქვს. “დღეს ჩვენს ინსტაგრამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად მიდის ზურიკო დავითაშვილი? ტრანსფერი ჩაიშალა!

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმთან” ზურიკო დავითაშვილის საფრანგეთში ტრანსფერზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულება დააანონსა

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” მის სამწვრთნელო კარიერასი უკანასკნელი იქნება. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “თუ კარიმი წელს “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს, დაივიწყოს ეს ჯილდოR

“პარი სე-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მთავარი ფავორიტები დაასახელა. “მთავარი პრეტენდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” და ბერნარდუ სილვა შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასთან შეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. “ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე ფეისბუქ გვერდი და ე.წ. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოენტრაუ დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ფეხბურთელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ფაბიუ კოენტრაუ პორტუგალიაში დისკვალიფიკაციით კარიერის დასრულების შემდეგ დასაჯეს. ფეხბურთელი 2020-2021 წლებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენრიკო ფედელე: “კვარაცხელიას კონტრაქტში უწერია, თუ თამაშში 3 დრიბლინგი არ გააკეთა, ა

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და პრეზიდენტი დე […]...
წაკითხვა