გიორგი ქინქლაძე საქართველოში “მანჩესტერ სიტის” აკადემიის გახსნას აპირებს

“მანჩესტერ სიტის” ლეგენდა გიორგი ქინქლაძემ “პირველი არხის” ეთერში ვლადიმერ გუცაევს ესტუმრა და ძალიან საინტერესო ინფორმაციაა გააჟღერა.
ქინქლაძეს სურს “მანჩესტერ სიტის” აკადემია გახსნას საქართველოში და ამისთვის “სიტის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
“მოლაპარაკება მაქვს “სიტის” მფლობელებთან”. ამას თავისთავად აქვს სირთულეები, თავისი მოთხოვნებიც აქვს ინგლისელებს. უნდა იყოს აუცილებლად 5-6 ჰექტარი მიწა, 8 მინდორი, აუზი, სასტუმრო 150 კაცზე გათვლილი და სრულად მოწყობლი ინფრასტრუქტურა. თვითონაც მიიღებენ ფინანსურად მონაწილეობას და მხოლოდ სახელის გაცემაზე საუბარი არის. თუ პროექტი განხორციელდა, “სიტის” პროგრამით უნდა ივარჯიშონ მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა სტაჟირება გაიარონ. ეს მხოლოდ ფეხბურთელებს არ დაეხმარება, ეს მწვრთნელებსაც დაეხმარება. ”
“როცა ამხელა გუნდი შემოდის ქვეყანაში, მათ უკვე იციან თუ რა ქვეყანაა, რა ფეხბურთელები იზრდება, სად აგრძელებენ კარიერას. ესაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – განაცხადა ქინქლაძემ.
ქინქის აზრით, “მანჩესტერ სიტის” აკადემიის პროექტი 2-3 წელიწადში განხორციელდება.