გიორგი ქოჩორაშვილმა “ლევანტეს” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

თარიღი: დეკემბერი 17, 2020

16 დეკემბერს, ესპანეთის თასის 1/64-ფინალში “რასინგ მურსიამ” საკუთარ მოედანზე “ლევანტე” მიიღო და 0:5 დამარცხდა.

“ლევანტეს” სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო გიორგი ქოჩორაშვილი. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი 69-ე წუთზე თამაშში ჩაერთო და 87-ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გიორგისათვის ეს გოლი “ლევანტეს” რიგებში სადებიუტოა.

შეგახსენებთ, რომ “ლევანტე” ლა ლიგაში ასპარეზობს. გუნდი სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილს იკავებს.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები